რატომ ჭამდნენ მაორი მეომრები თავიანთ მტრებს?
როგორც მრავალი ისტორიკოსი ირწმუნება,ადრეულ ეპოქებში ახალი ზელანდიის მკვიდრ მოსახლეობაში – მაორებში კანიბალიზმის საშინელ და ველურ პრაქტიკას ჰქონდა ღრმად ფესვები გადგმული. (ავტორი გენია.ჯი) უამრავი ისტორიული არტეფაქტის კვლევებმა ცხადყო,რომ ამ მხრივ განსაკუთრებით მაორი მეომრები იყვნენ გამორჩეულები.თუმცა უცილობლად უნდა აღინიშნოს,რომ ისინი ყველაზე დიდ უპირატესობას თავიანთი მტრების შეჭმას ანიჭებდნენ.საკუთარი მოწინააღმდეგეების ხორცით “გამოკვება” მათში რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებასთან ასოცირდებოდა.პირველი გახლდათ ის,რომ გარესამყაროსგან იზოლირებული მაორების რწმენით დამარცხებული და მოკლული მოწინააღმდეგის შეჭმით ისინი მათ სულს,იგივე – “მანუ”-ს ეუფლებოდნენ.მეორე თეორიის თანახმად,ამით მაორები საკუთარ რისხვას ავლენდნენ მტრების მიმართ.თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან და უმთავრეს მოტივად ისტორიკოსები მაინც ერთ გარემოებას ასახელებენ.კერძოდ,მაორები მიიჩნევდნენ,რომ თუკი ისინი თავიანთ მტრებს შეჭამდნენ,ამით მათ უდიდეს შეურაცხყოფას მიაყენებდნენ,რადგან შეჭმის შედეგად მაორთა მტრები გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ – “ფეკალურ მასებად” გადაიქცეოდნენ. - (ავტორი გენია.ჯი)