სოკრატეს ნააზრევი
“სასტიკად ცდებით,თუ ფიქრობთ,რომ სიკვდილის შანთით ამოსწვავთ და ამოძირკვავთ თქვენი უსამართლობისა და უკეთურების მამხილებელთ.ცუდი ხერხი აგირჩევიათ თავდასაცავად,ცუდი და არასაიმედო,ხოლო თუ გნებავთ,მე გასწავლით ყველაზე სანდო და მარტივ ხერხს: სხვას კი ნუ სჩრით პირში ბურთს,ეცადეთ თავად გახდეთ უკეთესნი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მსაჯულის ღირსება – სიმართლის დანახვაა,ხოლო მჭერმეტყველისა – სიმართლის თქმა”.
* * *
“შევნატრი ყველას,ვისაც შეუძლია ასწავლოს და აღზარდოს ხალხი”.
* * *
“არ შეიძლება ღმერთი ცრუობდეს; სიცრუე არ ეკადრება მის ღირსებას”.
* * *
“რაკი არაფერი ვიცი,არც მგონია,რომ რაიმე ვიცი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ღმერთის სამსახურს ვუმადლი იმას,რომ დღემდე ვერ დავაღწიე თავი უკიდურეს სიღატაკეს და სიგლახაკეს”.
* * *
“თუ ჩემს შეცდომას შევიგნებ,რასაკვირველია,ხელს ავიღებ იმაზე,რასაც შეუგნებლად ჩავდივარ”.
* * *
“არც ისე ძნელია სიკვდილისაგან თავის დაღწევა; გაცილებით უფრო ძნელია თავი დააღწიო სულიერ სიკვდილს; ის უფრო სწრაფია და უფრო მალე ეწევა თავის საბრალო მსხვერპლს”.
* * *
“მართებული იქნება პატივი მივაგოთ ღირსეული ვაჟკაცების მშობელ დედას,რადგან ამით პატივს მივაგებთ მისი შვილების კეთილშობილებასაც”.
* * *
“ძალაუფლება სახელმწიფოში უპირატესად ეკუთვნის ხალხს,რომელიც ხელისუფლების სათავეში აყენებს და მხედართმთავრებად ნიშნავს იმათ,ვინც ყველა ცალკეულ შემთხვევაში უკეთსნი ჩანან.არც სისუსტე,არც სიღარიბე,არც მდაბიური წარმომავლობა ხელს არ უშლის კაცს იმაში,რომ ეს თანამდებობები დაიკავოს,ისევე როგორც მარტოოდენ საპირისპირო თვისებების ფლობა არავის ანიჭებს ამ პატივს”. – (ავტორი გენია.ჯი)