“მიხეილ ჯავახიშვილს ასამართლებენ მისი ნაწარმოების გმირები”
“ნეტავ რა უნდათ ჩემგან ჩემს გმირებს! მოსვენებას არ მაძლევენ.ყველგან თან დამდევენ,მაწუხებენ,ძილს მიფრთხობენ,მეკამათებიან და მედავებიან.ისინი ხომ მე გავაცოცხლე,მე ჩავუდგი სული და გული და ახლა, ყველანი ერთად წამოიშლებიან და ალაპარაკდებიან,აღარ ვიცი,რომელ ერთს დავემალო,საშინლად მძიძგნიან.ჩემს ოთახში შეგროვდნენ და სასამართლო გამართეს.ავტორს ასამართლებენ მისი ნაწარმოების გმირები.რა დღეს დამაყრიან,რამდენ საყვედურს მეტყვიან.ვინ იცის.
ძილში შფოთვას ვიწყებ.ძნელია მათთან შეხვედრა და გაბაასება.უთუოდ რომანის თუ მოთხრობის გაგრძელებას ითხოვენ,ან სხვა პირობებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ამონარიდი როსტომ ჩხეიძის წიგნიდან – “გამოსვლები უეკრანოდ”.