“დამაკვირდი”
1. “არა,დედაკაცო,დიაცზე ცბიერი მოდგმა მეორე არ არსებობს ამ დუნიაზე! ჭკუა ჩიტზე მეტი არ მოუცია თქვენთვის ღმერთს,მაგრამ კუდიანური გაიძვერობა – ოჰო-ჰო! კაცმა არ იცის,იმდენი მოგდგამთ!” – ანტონ ჩეხოვი - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “სულ არ არის აუცილებელი,რომ ყველა ღრმად იყოს ჩახედული ქრისტიანულ მოძღვრებაში,მის რიტუალებში,მაგრამ ეკლესიის დანახვა,თუნდაც ნანგრევისა,უეჭველად უნდა იწვევდეს კრძალვასა და სულიერ თრთოლვას”. – როსტომ ჩხეიძე
* * *
3. “…კერპის საკურთხეველზე დაღვრილ,უგუნური ცხოველის სისხლს მხოლოდ სამოსის დასვრა შეუძლია და არა სულის განწმენდა.ადამიანის სიკვდილი სულ სხვაა.ადამიანს ადამიანის ხსნა ხელეწიფების,თუ მისადმი სიყვარულისათვის თავს გასწირავს”. – ფერენც მორა
* * *
4. “ზნეობრივ პიროვნებათა ვალი ყოველ დროსა და ეპოქაში ის ყოფილა,რომ სხვათა მაგივრადაც თვითონ იტვირთოს სინანულის,აღსარებისა და განწმენდის აუცილებლობა,რათა საბოლოოდ და უნუგეშოდ არ გაწყდეს ორმხრივი სიყვარულის ძაფები”. -
* * *
5. “ბევრნი არ მოიძებნებიან ისეთები,ვინც დაგვანახა,რომ ადამიანი საკუთარ თავზე უფრო დიადი და ღრმაა და ვინც იმარჯვა,დაეფიქსირებინა რამდენიმე მარადიული ილუზია,რომელსაც ყოველ წამს ვხვდებით ცხოვრებაში ჟესტის,ნიშნის,მზერის,დუმილისა თუ გარშემო მიმდინარე მოვლენათა სახით.ადამიანური სიდიადის მეცნიერება ყველა სხვა მეცნიერებაზე უფრო საოცარია…”
* * *
6. “ვინც წარმავლისათვის უარს ამბობს მარადიულზე,კარგავს მარადიულს და ცხადია – წარმავალსაც”. – ძველი ინდური სიბრძნე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. “ყოველი ხე თავისას ლაპარაკობს,მუხა მუხისას,ცაცხვი – ცახვისას.ლაპარაკობენ მდინარეები,ველები.მთელი სამყარო განუწყვეტლივ ლაპარაკობს.მისთვის რომ კარგად მოგვესმინა,შეგვეძლო გაგვეგო,თუ რაზე ლაპარაკობდნენ ასი წლის წინათ,ან იქნება ათასი წლის წინათაც.რადგანაც სიტყვებმა სიკვდილი არ იციან.თითქოს ჩიტები ყოფილიყვნენ,ერთხელ ნათქვამი სიტყვა საუკუნეთა განმავლობაში დაგვტრიალებს თავზე,ოღონდ ჩვენ არ გვესმის”. – ვისლავ მიშლივსკი
* * *
8. “სამყარო იმიტომ შეიქმნა,რათა წიგნში აღწერილიყო”. – სტეფან მალარმე
* * *
9. “”სასურველია,რომ წიგნისადმი არსებობდეს განსაკუთრებული მოკრძალება,ნაკითხი,განათლებული კაცისადმი არსებობდეს კრძალვა და პატივისცემა”. - როსტომ ჩხეიძე
* * *
10. “ადამიანს,ამ “ფხვიერ ცხოველს”,ადამიანური წესრიგიანობისათვის გარდუვალად სჭირდება კანონი”. – ლევან სანიკიძე – (ავტორი გენია.ჯი)