ნერონის კოლოსი
რომის იმპერიის სისასტიკით განთქმულმა ოდიოზმა მმართველმა,იმპერატორმა – ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარმა,ანუ – ნერონმა (37-68 წლები),პირველ საუკუნეში “ნერონის ოქროს სახლის” ვესტიბიულში (საიმპერატორო რეზიდენცია პალატინის ბორცვზე) დიდ ბერძენ არქიტექტორს – ზენოდორუსს დააპროექტებინა და ააგებინა უზარმაზარი მარმარილოს ქანდაკება. (ავტორი გენია.ჯი) დღემდე ზუსტად დადგენილი არ არის,თუ რა მასალით აიგო 37 მეტრი სიმაღლის მქონე გიგანტი (თანამედროვე პრინციპებით – 12 სართულის სიმაღლე),თუმცა-კი,ცნობილია,რომ როდოსის კოლოსის მსგავსი ნერონის კოლოსი ბრინჯაოთი იყო მოპირკეთებული და დაფარული.არსებობს მეორე ვერსიაც: დიდებული ძველი რომაელი ერუდიტი,ფილოსოფოსი და მწერალი – პლინიუს უფროსი ირწმუნება,რომ ოდიოზი იმპერატორის ქანდაკება მარმარილოთის იქნა სრულად აგებული.
სამწუხაროდ,ერთადერთი ვიზუალური გამოსახულება ნერონის კოლოსისა,რომელმაც ჩვენამდე მოაღწია,ტიტუსისა და გორდიანე III-ის მმართველობის ეპოქებში დამზადებულ მედალიონებსა და იმავე ეპოქაში მოჭრილ მონეტებზეღა შემორჩა.მათზე გამოსახულია შიშველი მოზარდი ყმაწვილი,რომელსაც მარჯვენა ხელში ხმალი უჭირავს,მარცხენა ხელში კი – ბურთისმაგვარი სფერო,რომელიც რომში დედამიწასთან სიმბოლირდებოდა (მეორე ვერსიით – მთვარესთან).
ნერონის თვითმკვლელობისა და “ნერონის ოქროს სახლში” გაჩენილი საშინელი ხანძრის შემდეგ დაზიანებულ ქანდაკებას იმპერატორ ვესპასიანეს უშუალო მეთვალყურეობით რესტავრაცია ჩაუტარდა: ყმაწვილის თავი შეამკეს მზის სხივების სახის მქონე გვირგვინით (თითოეული სხივის სიმაღლე 3,5 მეტრი იყო).თუმცა ეს მხოლოდ ერთი ცვლილება არ ყოფილა.როგორც ცნობილია,ვესპასიანეს ნერონი ძალიან სძულდა,ამიტომ მან ნერონის კოლოსს სახელწოდებაც შეუცვალა და მას რომაული მითოლოგიის მზის ღმერთის – ჰელიოსის სახელი უწოდა.იმპერატორ ადრიანეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ,ნერონის კოლოსი 24 სპილოს გამოყენებით პალატინის ბორცვზე განთავსებული რეზიდენციიდან ამფითეატრის სიახლოვეს გადაიტანეს,რადგან იგი ხელს უშლიდა ვენერას ტაძრის მშენებლობას.ერთერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად,ფლავიუსების ამფითატრს – კოლოსეუმი სწორედ ნერონის კოლოსის გამოისობით უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი)
კომოდუსის მმართველობის ჟამს ქანდაკებაზე ჰელიოსის თავი ჰერკულესის თავით ჩაანაცვლეს,რომელიც თავის მხრივ,იმპერატორტან ასოცირდებოდა.კომოდუსის გარდაცვალების შემდგომ “ნეროსის კოლოსად” ოდესღაც წოდებული ქანდაკება კვლავაც ძველ ადგილს დაუბრუნეს.უკანასკნელი ცნობები კოლოსის შესახებ V საუკუნით თარიღდება.ერთი ვერსიის თანახმად,ეს უზარმაზარი ქანდაკება მიწისძვრას ემსხვერპლა.მეორე ვერსიით კი იგი რომის პაპის გრიგორ I-ის ბრძანებით გაანადგურეს.ქანდაკების ბრინჯაოს ფურცლებით მოგვიანებით,წმინდა სანტ’ანჯელოს ციხესიმაგრისათვის ჩამოსხმული იქნა ზარბაზნები.თავად ქანდაკების პოსტამენტი საბოლოოდ აღებული იქნა 1936 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)