ელ გრეკო – “ეპიზოდი”
ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ ქალაქ ტოლედოში არსებული სან-ტომეს ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირის – ანდრეს ნუნიესის შეკვეთით ბერძნული წარმომავლობის მქონე გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა - ელ გრეკომ 1586-1588 წლებში იმავე ტაძრისათვის განკუთვნილი ტილო,სახელწოდებით – “გრაფი ორგაზას დაკრძალვა” დახატა. (ავტორი გენია.ჯი) ამ უნიკალურ შედევრში,რომელსაც ავტორი თავის შემოქმედების საუკეთესო ქმნილებად,”გვირგვინადაც” კი მიიჩნევდა,ნუნიესმა ელ გრეკოს 1 200 დუკატი გადაუხადა,რამაც ხელოვანი ერთობ უკმაყოფილო დატოვა.თუმცა კი ასეთი შენიშვნაც გააკეთა: “მიუხედავად იმისა,რომ შემკვეთთა მიერ გადახდილი თანხა ბევრად ჩამორჩება ჩემი ნამუშევრის ნამდვილს ღირებულებას,უნდა ვაღიარო,რომ სწორედ ამ სურათით მომიგონებს შთამომავლება,როგორც ესპანური სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უდიადესი გენიოსი”. – (ავტორი გენია.ჯი)
შესაძლოა,ელ გრეკოს ნაწინასწარმეტყელევი მის ერთობ ამბიციურ და ამპარტავნულ განცხადებად მოგვეჩვენოს,თუმცა იმას კი ნამდვილად ვერ უარვყოფთ,რომ დიდი მხატვარი არ შემცდარა.
ელ გრეკო