შარლ VII ძლევამოსილი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, საფრანგეთის მეფე – შარლ VII დე ვალუა (1403-1461 წლები), მეტსახელად – “ძლევამოსილი”, თავის ფავორიტ ქალბატონებს სრულ თავისუფლებას ანიჭებდა ჩაცმის საკითხებში და ისინიც მეტად თამამი და ექსტრავაგანტული კაბებით იმოსებოდნენ.ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა მეფის უპირველეს ფავორიტად და XV საუკუნის ულამაზეს ქალბატონად წოდებული – აგნეს სორელი. (ავტორი გენია.ჯი) ამ არარაციონალური თვისებებით დაჯილდოებული ქალის კაბებზე დატანილი ერთობ გამომწვევი ღია დეკოლტეები ძალიან აღიზიანებდა ფრანგ სამღვდელოებას,რის გამოც მეფის ფავორიტი ქალბატონის ზოგიერთ კაბას ცინიკური მეტსახელიც კი შეურჩიეს.აღნიშნულ საკითხზე ისინი თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას არც შარლთან მალავდნენ.
ერთ დღეს შარლ VII-ეს ადგილობრივი არქიეპისკოპოსი – დეზ ურსენი ეწვია.მათ შორის გამართული აუდიენციისას არქიპისკოპოსმა შენიშნა: “სასახლის კარზე მცხოვრები მანდილოსნები მაგონებენ გამოფენაზე გასაყიდად წარმოდგენილ შეღებილ ვირებსო”,რაზეც მეფემ ფრანგი სასულიერო პირის საპასუხოდ განაცხადა: ” – თუკი უმშვენიერეს ქალს ძვირფასი ქვებისაგან შემკული ოქროს სირმებიანი და გამომწვევი კაბის ჩაცმის საშუალება მიეცემა,ეს იმის მაუწყებელია,რომ იგი კარგ ხასიათზე დადგება; თუკი ის კარგ ხასიათზე დადგება,კარგ ხასიათზე დავდგები მეც; თუკი მე კარგ ხასიათზე დავდგები,კარგ ხასიათზე დადგება მთელი საფრანგეთიც.ასე რომ,ასეთ მშვენიერ კაბებს საფრანგეთი უპირობოდ და უცილობლად საჭიროებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
აგნეს სორელი