ივანე აივაზოვსკი – “ეპიზოდი”
1884 წელს სომხური წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი პეიზაჟისტ-მარინისტი - ივანე აივაზოვსკი (1817-1900 წლები) ატლანტის ოკეანეში განთავსებულ ბისკაიის ყურეში საშინელ შტორმში მოყვა. (ავტორი გენია.ჯი) მალევე ერთ-ერთმა გაზეთმა გამოქვეყნა ცნობა იმის შესახებ,რომ მხატვარი შტორმის დროს დაიღუპა.როგორც კი ეს ცნობა იქნა გავრცელებული,დიდი პეიზაჟისტ-მარინისტის სურათებით მოვაჭრემ თავის მფლობელობაში არსებული აივაზოვსკის შედევრი-ტილოების ფასი ძალიან გაზარდა და ამით საკმაოდ დიდი შემოსავალიც მიიღო.რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ,ივანე სრულიად შემთხვევით შეხვდა მისი სურათების გაყიდვით ერთობ გამდიდრებულ ვაჭარს,რომელმაც მხატვარის წინაშე გულწრფელად აღიარა – “თქვენი ფსევდო-გარდაცვალების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ უდიდესი სიხარული მომანიჭა,რადგან დიდი ფული მაშოვნინაო. – (ავტორი გენია.ჯი)