ბიზანტიის იმპერატორის – ზოიას შესახებ…

ბიზანტიის იმპერატორმა – ზოიამ (978-1050 წლები) თავისი პირველი ქმარი,ბიზანტიის იმპერატორი – რომანოზ III არგიროსი, 1034 წლის 11 აპრილს აბაზანაში ჩაახრჩობინა მსახურებს. და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ახალ ქმრად და კეისარ-იმპერატორად დაისვა აწ დამხრჩვალი მეუღლის ერთ-ერთი მკვლელი და ფეხისმფხანელი – მიხეილ IV პაფლაგონელი. (ავტორი გენია.ჯი) შვიდ წელიწადში ზოიამ ისიც მოინელა და მესამე ქმრად მიხეილ V კალაფატოსი დაისვა (“დამგმანელი”,”დამჩურთველი” – ადრე რომ ზღვის პირას ნავების ჭუჭრუტანებს გმანავდა და თავსაც ამით ირჩენდა).თუმცა სულ რაღაც ერთ წელიწადში “კუროების” მოყვარულმა ქალმა ისიც მოინელა – თვალები დათხარა და გააგდო.მეოთხედ, 64 წლის ასაკში მყოფმა ზოიამ კონსტანტინე IX მონომახი საყვარლობიდან ქმრად “დააწინაურა” (მოგვიანებით ეს არჩევანი ღირსეული არჩევანი აღმოჩნდება).

1050 წელს 72 წლის ასაკში მყოფი ბიზანტიის იმპერატორი ზოია მოკლე აგონიის შემდეგ გარდაიცვალა.მეუღლემ განსვენებული მეუღლის ხსოვნას არა მხოლოდ სათანადო პატივი მიაგო,არამედ მისი “წმინდანად” შერაცხაც კი მოინდომა.კონსტანტინე ირწმუნებოიდა,რომ ზოიას საფლავზე სასწაულები აღესრულებოდა.თუმცა მეუღლის სასიყვარულო რომანების ისტორიებმა ზოიას კანონიზაციაზე ხელი ააღებინა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>