თეოდორ შტორმი – “ეპიზოდი”
1886 წელს დიდმა გერმანელმა პროზაიკოსმა და პოეტმა - ჰანს თეოდორ ვოლდზენ შტორმმა (1817-1888 წლები) შეიტყო,რომ კუჭის კიბოთი იყო დაავადებული,რამაც იგი საშინელ დეპრესიაში ჩააგდო.საყურადღებოა,რომ აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდგომ შტორმმა ლიტერატურული მოღვაწეობა შეწყვიტა.აქვე უცილობლად უნდა შევნიშნოთ ისიც,რომ ეს ის პერიოდი იყო,როდესაც მწერალს თავისი შემოქმედების ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებზე – “თეთრცხენიან მხედარზე” ჰქონდა მუშაობა დაწყებული. (ავტორი გენია.ჯი) ეს ფაქტი ცნობილი გახდა იმ კონსილიუმის წევრთათვის,რომელთაც თეოდორისათვის საბოლოო დიაგნოზი უნდა დაესვათ. და კონსილიუმმა ერთხმად გადაწყვიტა,რომ ამ სასტიკი სენით დაავადებული დიდი მწერლისათვის (როგორც მედიკოსები იტყვიან ხოლმე) – “უწმინდესი ტყუილი” ეთქვათ და ნამდვილი დაავადება დაემალათ.მათი გათვლით,ამ გზით შესაძლებელი იყო მწერალს დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა.მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება,რომ კონსილიუმის “უწმინდესმა ტყუილმა” გერმანელ ლიტერატორზე განუსაზღვრელად დიდი გავლენა იქონია.იგი დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს და საბოლოო სახე მისცა თავისი შემოქმედების საუკეთესო ქმნილებას – “თეთრცხენიან მხედარს”. – (ავტორი გენია.ჯი)