რა უპასუხა დასმულ შეკითხვაზე კრისტიან ბერნარდმა ლინდონ ჯონსონს?!

ერთ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა – ლინდონ ჯონსონმა (1908-1973 წლები) გულის გადანერგვის “პიონერად” წოდებული დიდი ამერიკელი მედიკოსი და მეცნიერი – კრისტიან ბერნარდი მიიწვია თეთრ სახლში,რა დროსაც მათ შორის შემდეგი სახის დიალოგი გაიმართა:

- გქონიათ შემთხვევა,როდესაც ნამდვილად გადაგირჩენიათ ვისიმე სიცოცხლე? – დაინტერესდა ჯონსონი.

საპასუხოდ ბერნარდმა გაიხსენა ამბავი თუ როგორ მკურნალობდა ფილტვების ანთებით დაავადებულ ერთ-ერთ ფერმერს.

- როცა შედეგი ვერ მივიღე,ფერმერის ცოლმა მთხოვა მისი მეუღლისათვის ექიმბაშურად მემკურნალა: დაეკლათ თხა და მისი ტყავი გულმკერდზე შემომეხვია ავადმყოფისათვის.მე არ დავთანხმდი.ავადმყოფი ისეც გამოჯამრთელდა.”თხა,მე შენ სიცოცხლე შეგინარჩუნე”, – მივმართე იქვე დაბმულ თხას და მოვეფერე.ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა,როცა დანამდვილებით ვიცოდი,რომ ვიღაცას სიცოცხლე შევუნარჩუნე. – უპასუხა კრისტიანმა ჯონსონს. – (ავტორი გენია.ჯი)

კრისტიან ბერნარდი

კომენტარის დატოვება