“შემოქმედი მიმართავს ადამიანს”
“მე შენ სამყაროს შუაგულში დაგაყენე,რათა გაგიადვილდეს ყველაფრის დანახვა,რაც შენს ირგვლივ სამყაროშია.შენ არა ხარ მოკვდავი,მაგრამ არც უკვდავი ხარ,შენ არც მიწიერი,არც ზეციური არსება ხარ და მე შეგქმენი ასეთი მხოლოდ იმიტომ,რომ შენ შენი ნებით,შენი ღირსებით ყოფილიყავი შენი საკუთარი თავის შემოქმედი და მოქანდაკე.შენ შეგიძლია პირუტყვამდე დამდაბლდე და ღვთის მსგავს არსებამდე ამაღლდე.მხეცები დედის საშოდან იბადებიან ისეთები,როგორებიც უნდა იყვნენ,ზეციური სულები დასაბამიდანვე ისეთები არიან,როგორც ყოველთვის იქნებიან,მხოლოდ შენ ერთი იზრდები,ვითარდები შენი საკუთარი “ნებით”… შენ თვითონ ხარ შენი ბედის მჭედელი”.