იცით თუ არა,რომ
1. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ 385 წელს ერთ-ერთი ქრისტიანული საზოგადოების – “გაკონის” კრებამ სპეციალურად განიხილა საკითხი – “არის თუ არა ქალი ადამიანი”.ამ უცნაური საკითხის განხილვის უმთავრეს მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება,რომ ზემოაღნიშნული ქრისტიანული საზოგადოების რიგი წევრები მიიჩნევდნენ,ქალი უგულო არსება იყო, და რადგანაც არსებას,რომელსაც არ გააჩნდა სულის ადგილსამყოფელი,არ შეიძლებოდა ადამიანად ჩათვლილიყო.საბედნიეროდ,საკითხი ქალების სასარგებლოდ გადაწყდა მხოლოდ იმიტომ,რომ კრებაზე დამსწრე სასულიერო პირებმა ვერ გაბედეს ჩვენი მაცხოვარის დედის – მარიამის იგნორირება.
* * *
2. გენიალური ფრანგი დრამატურგისა და პუბლიცისტის – პიერ ბომარშეს (1732-1799 წლები) მამა – ანდრე შარლ კარონი სიცილის დროს მაშინ გარდაიცვალა,როდესაც საკუთარი ვაჟი თავის უკვდავ ნაწარმოებს – “სევილიელ დალაქს” უკითხავდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. ლეგენდად ქცეულმა სპარტელმა კანონმდებელმა – ლიკურგემ (ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნე) ქალების აღზრდის კანონების დაწერაზე უარი იმ მოტივით განაცხადა,რომ ეს უნაყოფო საქმედ მიიჩნია. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. “მე შევიცანი ყველაფერი სიკვდილის გარდა!” – გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე დაწერა სპარსული პოეზიის ტიტანმა – ომარ ხაიამმა.
* * *
5. მას შემდგომ,რაც სპარსეთის მეფემ – ქსერქსე I-მა თავისი ჯარების შემოვლა დაასრულა,ყველასდა გასაოცრად – აქვითინდა და გულდამძიმებულმა ერთმნიშვნელოვნად თქვა: “ასი წლის შემდგომ ამათ შორის არავინ იქნება ცოცხალი”.
* * *
6. როგორც მრავალი ისტორიული წყარო ამტკიცებს,რომის ლეგენდად ქცეულ მმართველს – იულიუს კეისარს მისივე დავალებით სპეციალურად ყველგან თან დაჰყავდა მონა,რომლის უფლება-მოვალეობასაც ერთადერთი რამ წარმოადგენდა.მას კეისრისათვის ხშირად უნდა შეეხსენებინა: “კეისარო,შენც მოკვდავი ხარ…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. ერთ-ერთ ინგლისელ მწერალს – რიჩარდ-სონს,რატომღაც საშინლად სძულდა მიქელანჯელო ბუონაროტის გენიალური ქმნილება – “მოსე”.იგი საჯაროდ აძაგებდა აღნიშნულ ქანდაკებას და აცხადებდა,რომ მოსეს თავი ძალიან ჰგავდა ვაცის თავს.სახელოვანი ფრანგი მწერალი და მხატვარი – ეტიენ ფალკონე კი მიქელანჯელოს ამავე ქმნილების შესახებ ამბობდა: “მოსე კატორღელს უფრო ჰგავს,ვიდრე კანონმდებელსო”.
* * *
8. შტეფან ცვაიგის გადმოცემის თანახმად,თავისი დაუნდობელი და ულმობელი ხასიათით ცნობილი რუსეთის იმპერატორი – ალექსანდრე II თედორე დოსტოევსკის ნაწარმოებების კითხვისას ხშირად უნახავთ აცრემლებული.
* * *
9. მარქსიზმის ერთ-ერთი გერმანელი ფუძემდებელი – ფრიდრიხ ენგელსი გენიალური გერმანელი პოეტისა და მოაზროვნის – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს შესახებ წერდა: “ხან კოლოსალურად დიდია,ხან წვრილმანი,ხან ქედუხრელი,მთელი ქვეყნის დამცველი,ხანაც ფრთხილი,ყველაფრით კმაყოფილი,ვიწრო ფილისტერი (შეზღუდული გონებისა და ფარისევლური ქცევის ადამიანი). – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. ქართული პოეზიის ერთ-ერთმა თვალმარგალიტმა – ტერენტი გრანელმა ერთხელ გულწრფელად აღიარა – ”პოეზიაში ვარ უდიდესი,ცხოვრებაში კი გზააბნეულიო”.