იგნაც ზემელვაისი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, სახელოვანი უნგრელი ექიმი, პროფესორი და ასეპტიკის (ინფექციასთან ბრძოლა ფიზიკური საშუალებების – მაღალი ტემპერატურა, წნევა,ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით) ერთ-ერთი ფუძემდებელი - იგნაც ფილიპ ზემელვაისი (1818-1865 წლები), ბუდაპეშტის უნივერსიტეტში მოღვაწეობისას ერთობ მკაცრი და მომთხოვნი გახლდათ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების მიმართ,რაც თავის მხრივ, ახალგაზრდებში დიდი უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზი გახდა. (ავტორი გენია.ჯი) სტუდენტებმა ბევრი მსჯელობის შემდგომ გადაწყვიტეს, რომ დახმარებისათვის ზემელვაისის უახლოესი მეგობრისათვის მიემართათ. პროფესიით იურისტმა მეგობარმა ახალგაზრდების თხოვნა დააკმაყოფილა და იგნაცს სთხოვა, რომ სტუდენტებისათვის ცოტა შეემსუბუქებინა მოთხოვნები, რაზეც მისგან შემდეგი პასუხი მიიღო – “არავითარ შემთხვევაში, ცუდი ადვოკატის ხელში კლიენტმა შეიძლება დაკარგოს ფული ან თავისუფლება, ცუდი ექიმის ხელში კი პაციენტი კარგავს სიცოცხლესო”. – (ავტორი გენია.ჯი)