იცით თუ არა,რომ

1. როგორც ცნობილია,ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი გერმანულენოვანი ჩეხი მწერალი – ფრანც კაფკა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ხორხის კიბოთი იტანჯებოდა.ამ ავადსახსენებელი დაავადებით გაწამებული ლიტერატორი კი თავის მკურნალ ექიმს შემდეგი სიტყვით მიმართავდა – “მომკალით,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ბოროტმოქმედი იქნებითო”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. ძველი სირიელი ექიმი – აბულ ფარადაჟი თავის პაციენტებს მკურნალობის კურსის დაწყების წინ ყოველთვის ამ სიტყვებით მიმართავდა: “ჩვენ სამნი ვართ – ექიმი,ავადმყოფი და ავადმყოფობა.თუ ავადმყოფი ექიმის მხარეზე იქნება,მაშინ ჩვენ ორნი ვიქნებით და მესამეს ავადმყოფობას დავამარცხებთ.თუ ავადმყოფი ექიმმა ვერ მიიმხრო,მაშინ ის ავადმყოფობის მხარეზე დარჩება.საქმე მარცხისაკენ გადაიხრება,ექიმი დამარცხდება და გაიმარჯვებს ავადმყოფობა”.

* * *

3. რუსმა ფსიქოლოგმა – ს. იანკელევიჩმა გამოთვალა და დაადგინა,რომ გენიალურ რუს მწერალს – ლევ ტოლსტოის მხოლოდ ერთ რომანში – “ომი და მშვიდობა” 85 სხვადასხვაგვარი გამოხედვა და 97 სხვადასხვაგვარი ღიმილი აქვს აღწერილი.

* * *

4. “მე არ მწამს მედიცინის,მაგრამ მწამს ჩემი ექიმის – კორვეზარის”, – ამბობდა ნაპოლეონ ბონაპარტი

* * *

5. მეორე მსოფლიო ომამდე გერმანიაში კატეგორიულად იკრძალებოდა ინსულინით მკურნალობა.მკვლელობად ითვლებოდა გარდაცვალება იმ ადამიანისა,ვისაც ამ მეთოდით მკურნალობდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. გამოჩენილი ფრანგი პოეტი – ჟან ნიკოლა არტურ რემბო 20 წლის ასაკიდან აფრიკაში იმყოფებოდა.დააგროვა დიდი თანხა,გახდა მონათმფლობელი და წლების განმავლობაში განუყრელად ატარებდა ოქროთი სავსე ტყავის ქამარს.სწორედ ამ ქამრის ხანგრძლივმა ტარებამ გამოიწვია კანის ქრონიკული გაღიზიანება,რაც თავის მხრივ,მიზეზი გახდა კანის კიბოსი.

* * *

7. გოეთემ 82 წლის ასაკში დაამთავრა “ფაუსტი”, 75 წლის ჯუზეპე ვერდიმ – “ოტელო”,ხოლო რიხარდ ვაგნერმა “პარსიფალი” 80 წლის ასაკში შექმნა. 80 წლის ასაკში მიქელანჯელო ბუონაროტი რომის წმინდა პეტრეს საყდრის მშენებლობას ხელმძღვანელობდა.ტიციანმა 95 წლის ასაკში შექმნა ბრწყინვალე ტილო – “ბრძოლა ლეპანტოსთან”.გარდა ამისა,ღრმა სიბერემდე მუშაობდნენ ლეონარდო და ვინჩი,პოლ სეზანი,ილია რეპინი,ბერნარდ შოუ,ლევ ტოლსტოი,აკაკი შანიძე და სხვა გენიალური პიროვნებები.

* * *

8. ადამიანის სხეულში 60 ტრილიონი უჯრედია.

* * *

9. ძველ ტიბეტელებსა და ბრაჰმანებში გავრცელებული იყო ჩვეულება,რომლის მიხედვითაც მათ კატეგორიულად ეკრძალებოდათ მომაკვდავთან ხმამაღალი ლაპარაკი,ხმაური და ტირილი.

* * *

10. ცნობილი გერმანელი მეცნიერი და ზოოლოგი – იოჰან შპენგელი (1852-1921 წლები) ვარაუდობდა,რომ თეთრი ადამიანი მტაცებელი ცხოველისგან წარმოიშვა,ფერადკანიანი კი – ბალახისმჭამელისგან. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>