რუსთაველი & ჰომეროსი
“ჰომეროსმა ღ მ ე რ თ ე ბ ი ზეციდან მიწაზე ჩამოიყვანა და ჩვეულებრივ მიწიერ ადამიანებად აქცია.”ილიადა” – “ოდისეას” ავტორმა მთელი ღმერთთა პანთეონი – ზევსი,ჰერა,ათენა,აფროდიტე,აპოლონი,არესი,ჰეფესტო,პოსეიდონი,ჰადესი – ყველანი გ ა ა ა დ ა მ ი ა ნ ა.ჰომეროსთან ყოველი ღმერთი შეადგენს ადამიანურ ღირსებათა და სისუსტეთა ერთიანობას.განსაკუთრებით ჰომეროსის ღმერთთა “ანთროპომორფიზმი” (“ადამიანისმსგავსეობა”) მკვეთრად ისახება ადამიანურ სისუსტეთა განფენაში.ჰომეროსის ღმერთები ადამიანთა მსგავსად,არიან მხდალები,ანგარნი,ხარბები,შურიანები,მატყუარები,გარყვნილნი.ისინი ისეთივე გრძნობითი და ემოციური სამყაროთი ცხოვრობენ,როგორც რეალური,მიწიერი ადამიანები – ადამიანთაებრ უხარიათ და ჯავრობენ,იცინიან და ტირიან,უყვართ და სძულთ.ისინი ადამიანებისგან განსხვავდებიან მხოლოდ უკვდავებით და უზღვრო სხეულებრივი სიმძლავრით.
და აი, ჰომეროსის საპირისპიროდ – როცა მან ღმერთები გააადამიანა და გაამიწიერა – რუსთაველმა ადამიანები გააღმერთა და გააზეციერა.ეს არის იდეალური ადამიანური სამყაროს მხატვრული წარმოსახვა უზენაეს პოეტურ ფანტაზიაში.
მაშ,ორი მოპირდაპირე – ღმერთთა და ადამიანთა სამყაროდან მომავალი ორი გენიოსი ერთმანეთს ხვდება ყოველნაირი “მაღალ-დაბალი” პოეტისათვის მიუწვდომელ პარნასზე.აქ ისინი თითქოს ერთმანეთს ავსებენ; ერთი – გ ა ა ა დ ა მ ი ა ნ ე ბ უ ლ ი ღ მ ე რ თ ი თ, და მეორე – გ ა ღ მ ე რ თ ე ბ უ ლ ი ა დ ა მ ი ა ნ ი თ”.
გენიალობით სწორუპოვარი ჰომეროსიდან დაწყებული,მსოფლიო პოეტურ აზროვნებას დასჭირდა გაევლო ორი ათასი წელიწადი,რომ დაბადებულიყო მეორე კვლავაც უსწორ-უბადლო გენიალობა – შოთა რუსთაველი.
ორი დიადი დიადთა – ჰელინი და ქართველი.- (ავტორი გენია.ჯი)