თედორე დოსტოევსკის მოკლე დახასიათება…
ამ გენიოსმა,რომლის ნაწარმოების კითხვისას თვით ულმობელი ალექსანდრე II-ც კი ცრემლებს აფრქვევდა,საკუთარ ცოლს კაბა მოჰპარა და რულეტში წააგო.უკანასკნელი შარვალი დააგირავა,შუაღამით ბოროტმოქმედივით გაეპარა მევალეებს და შორეულ გზას დაადგა. (ავტორი გენია.ჯი) ნაცნობებისადმი მიწერილ წერილში ათი მანეთისათვის ხუთჯერ ახსენებდა ღმერთს.საზღვარგარეთ ყოფნისას მას უფრო აინტერესებდა მონტე კარლოს ბანკი,ვიდრე მიქელანჯელოს ქანდაკებები,მაგრამ იგი თამაშობდა არა ფულის სიხარბის გამო,არამედ ჟინის მოსაკლავად.
ციმბირი,კატორღა,ეპილეფსია,სიღატაკე,აზარტული თამაში,მრუშობა წითელი ხაზივით გასდევს ამ ბუმბერაზი ლიტერატორის ბიოგრაფიას,მთელი თავისი სიცოცხლის 60 წელი სიღარიბეში,უბედურებაში,ავადმყოფობაში და ცხოვრების ფსკერზე გაატარა.სამჯერ აიტაცა ცხოვრებამ მაღლა და სამივეჯერ ძირს დასცა ულმობლად.მიუხედავად იმისა,რომ მთელი სიცოცხლე ეპილეფსიით იყო დაავადებული,არასოდეს დაუჩივლია,უწუწუნებია თავის ავადმყოფობაზე,როგორც უჩიოდა ბეთჰოვენი სიყრუეს,ბაირონი – კოჭლობას,რუსო – შარდის ბუშტის დაავადებას.
მეგობრები მხოლოდ ყმაწვილკაცობაში ჰყავდა,შემდგომში ცხოვრება კი მარტოობაში გაატარა.მისი აზრით გზასაცდენილი ადამიანი უფრო მეტ სულიერ ტანჯვას განიცდის და უფრო ახლოსაა ადამიანურ ჭეშმარიტებასთან,ვიდრე ამაყი,ცივი,თავაზიანი პიროვნება,ამიტომაც გრძნობდა დოსტოევსკი გზასაცდენილ ადამიანებში თავს თავისუფლად,ხოლო ბედნიერად მაშინ,როცა სხვადასხვა ჯურის ავაზაკები ძმად და თვისტომად აღიარებდნენ; დოსტოევსკი ლევ ტოლსტოისაგან განსხვავებით,თვითონ არასოდეს არ აღიარებდა ცოდვებს.იგი დუმდა.მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ წამოსცდა – “მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ყველგან და ყველაფერში საზღვარს გადავდიოდიო”. – (ავტორი გენია.ჯი)