„დიდი ადამიანების ხვედრი”

„დიდი ადამიანის ხვედრი ყოველთვის მძიმეა – ისინი ცუდად ცხოვრობენ და ადრე კვდებიან”, – ამბობდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი ტიტანი – გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, და კაცობრიობის ისტორიამ ამ სიტყვების ჭეშმარიტება არაერთხელ დაადასტურა.

ცნობილია, რომ რუსთაველსა და გურამიშვილს მშობლიური მიწა არ ღირსებიათ. დიდ ილიას ისევ ქართველის ხელით ეწერა სიკვდილი; ყველასგან მიტოვებული ალექსანდრე ყაზბეგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ლევს სულს. გალაკტიონი მთელი ცხოვრება ყველასათვის „უცნობი მარტოსული” იყო. (ავტორი გენია.ჯი) გოეთეც სიბერეში ფაუსტივით ყველასგან მიტოვებული დარჩა. ლეონარდო და ვინჩის სამშობლოს მიტოვება მოუხდა და უცხოობაში აღმოხდა სული; მიქელანჯელო ბუონაროტი მთელ სიცოცხლეში უბედური მარტოხელა იყო; ჯორდანო ბრუნომ, რომელმაც წლების განმავლობაში ენით აუწერელ წამებას გაუძლო და სიკვდილით დასჯამდე თქვა – „მე მამაცურად ვიბრძოდი, ვფიქრობდი, რომ გამარჯვების მიღწევა შეიძლებოდა, მაგრამ სხეულს არ აღმოაჩნდა ის ძალა, რომელსაც სული ფლობსო”; ბაირონი და ნაპოლეონი სამშობლოდან განიდევნენ; ქრისტეფორე კოლუმბს ბორკილები დაადეს; ვილკელმანი დანით განგმირეს; ფერნანდო მაგელანი და ჯეიმზ კუკი ველურების ლუკმად იქცნენ; ომარ ხაიამმა, სპარსული პოეზიის ამ თვალმარგალიტმა, მარტოობასა და უსახლკარობაში დალია სული. ის მხოლოდ XX საუკუნეში ეღირსა ძეგლს, რომელიც მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა შეგროვილი ფულით აუგეს მაჰრუკის მეჩეთის მახლობლად; რობერტ ბერნსი უკიდურესი სიღატაკის გამოისობით, ხშირად – შიმშილობდა. ამიტომაც დააწერა დედამ ალბათ მის ძეგლს: „რობი, შენ ითხოვდი პურს, მათ კი ქვა მოგართვესო”; ზამთრის საშინელი ყინვების დროს ყველასგან მიტოვებული და მიუსაფარი ოგიუსტ როდენი პარიზის ხელისუფლებას ეხვეწებოდა, რომ, თუკი მისთვის ბინის გამოყოფა ვერ მოხერხდებოდა, მუზეუმებში განთავსებული საკუთარი ქანდაკებების სიახლოვეს მაინც მიეცათ ღამით გათევის საშუალება, რათა არ გაყინულიყო. რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ ერთ-ერთი სახლის სხვენზე აღმოაჩინეს როდენის გაყინული ცხედარი…

ზოგი გენიოსის საფლავი დაკარგულია, ზოგს საფლავიც არ აღირსეს, ზოგი კი სულაც საკუთარი საფლავიდან ამოთხარეს… სამწუხაროდ, ასეთია ხოლმე დიდი ადამიანების უმრავლესობათა ხვედრი! – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>