გიორგი ჟუკოვი – “ეპიზოდი”

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მასობრივად იქნა გავრცელებული ცნობა იმის შესახებ,რომ “გამარჯვების მარშლად” წოდებული ბელორუსიის პირველი ფრონტის სარდალი – გიორგი ჟუკოვი (1896-1974 წლები) მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი პიროვნების “კულტად” ქცევას. (ავტორი გენია.ჯი) ამის ერთ-ერთი დასტური გახლდათ ისიც,რომ ჟუკოვის დაქვემდებარებაში მყოფი არმიის მიერ დაკავებულ ქალაქებში ჩნდებოდა პლაკატები,წარწერით – “დიდება მარშალ ჟუკოვს!” – განდიდების მანიით შეპყრობილი ჟუკოვის ქმედებები აღიზიანებდა მრავალ საბჭოთა გენერალს.მათ შორის გერმანიაში მოქმედი კონტრდაზვერვის დაჯგუფების – “სმერშის” ხელმძღვანელს,გენერალ – ალექსანდრე ვადისს.აღნიშნული საკითხის შესახებ იგი ზემდგომებს ატყობინებდა,რომ ჟუკოვი მეტად უხეში და ამპარტავანი ის სამხედრო მაღალჩინოსანი გახლდათ,რომელსაც თავისი დამსახურებების შესახებ ძალიან დიდი წარმოდგენა გააჩნდა.

ეს ინფორმაცია იოსებ სტალინისთვისაც ცნობილი იყო,რასაც საბჭოთა გენსეკის მიერ ჟუკოვზე გაკეთებული ერთი პატარა ჩანაწერიც მოწმობს: “მარშალმა ჟუკოვმა სრულიად დაკარგა ყოველგვარი მოკრძალება და პირადი ამბიციების გრძნობით აღტკინებული მიიჩნევს,რომ მისი დამსახურებები სამშობლოს წინაშე სათანადოდ არ არის დაფასებული.გარდა ამისა,იგი საკუთარ თავზე მიიწერს ისეთ სამხედრო ოპერაციებში გამარჯვებასაც კი,რომლებთანაც მას საერთოდ არ ჰქონია შეხება”.

მალევე,განსაკუთრებით დიდი ოდენობის სამხედრო ალაფის დატაცების ბრალდებით გიორგი ჟუკოვი,რომელიც პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა – “Life”-მ 1944 წელს – “წლის ადამიანად” დაასახელა,დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>