მაჰაბათ მაქბარა
ინდოეთის ქალაქ ჯუნაგადჰის (გუჯარათის შტატი) ცენტრში განთავსებულია ნაკლებად ცნობილი ინდური არქიტექტურული ნაგებობა,სახელწოდებით – “მაჰაბათ მაქბარა”,რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ უნიკალური არქიტექტურით,არამედ იმითაც,რომ მასში ისლამურ ორნამენტებთან ერთად იდეალურად არის შერწყმული ბრწყინვალე ფრანგული გოთიკური ნიმუშები. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ,ეს განმაცვიფრებელი არქიტექტურული ნაგებობა – ნავაბა მაჰაბათ ხან II ჯუნაგადჰას სამეფო კარზე დაწინაულებული ყველაზე გავლენიანი არისტოკრატისა და მთავარი ვეზირის - ბაჰანდუდინბაი ჰასეინბაის მავზოლეუმს წარმოადგენს.კომპლექსის მშენებლობა დაწყებული იქნა 1878 წელს და დასრულებული იქნა 1892 წელს.მშენებლობის კულმინაციად იქცა შიდა ფასადის ურთულესი მოსაჩურქმუთებელი სამუშაოები.მათ შორის თაღების მოჩუქურთმებაც.მავზოლეუმის სიახლოვეს განთავსებული მინარეთები გარშემორტყმულია სპირალის ფორმის მქონე კიბეებით,რაც კიდევ უფრო მშვენიერს და ზღაპრულს ხდის “მაჰაბათ მაქბარად” წოდებულ დიდებულ მავზოლეუმს. – (ავტორი გენია.ჯი)