რა უპასუხა მიქელანჯელომ ლეონარდო და ვინჩის?
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ახალგაზრდა ასაკში მყოფ გენიალურ იტალიელ მოქანდაკეს,მხატვარსა და არქიტექტორს – მიქელანჯელო ბუონაროტის ერთობ დაძაბული ურთიერთობა, და შეიძლება ითქვას,მტრული დამოკიდებულებაც კი გააჩნდა აღორძინების ხანის ისეთ ტიტანთან,როგორიც გახლდათ – ლეონარდო და ვინჩი. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ თითოეული მათი შეხვედრა კონფლიქტით მთავრდებოდა.იმ კონფლიქტით,რომელსაც მუდმივად მიქელანჯელო იწვევდა.ერთ დღესაც მიქელანჯელოს მორიგი გამოხტომისაგან გაბრაზებულმა ხანდაზმულმა გენიოსმა ბუონაროტის წამოაყვედრა: “- ვიდრე შენ დაიბადებოდი,უკვე სახელგანთქმული ვიყავიო”, – რაზეც კონკურენტისაგან შემდეგი პასუხი მიიღო – “მე კი სახელგანთქმული ვიქნები შენი სიკვდილის შემდეგო”. – (ავტორი გენია.ჯი)