დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1203 წელს საქართველოში ჩამოვიდნენ და თამარ-მეფეს ეწვივნენ საზღვარგარეთის ქართულ სავანე-მონასტრებში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები.იერად არამიწიერმა ქართველმა დედოფალმა დიდის ამბით მიიღო ისინი,”მრავალ დღე არა გაუშვნა”,ხოლო როდესაც გაუშვა,ყოველ მათგანს “მისცა დიდძალი ოქრო,თვით მათთვის და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად”.
და როდესაც ასე უხვად დასაჩუქრებული სამღვდელონი კონსტანტინოპოლში ჩავიდნენ,მოხდა სავსებით მოულოდნელი და გაუგონარი ფაქტი: ისინი გაძარცვეს…
დაასახელეთ იმ პიროვნების ვინაობა,ვინც განახორციელა ქართველი სასულიერო პირების გაძარცვა და ვისგანაც წარმოუდგენელი გახლდათ ასეთი საძაგელი აქტის ჩადენა? – (ავტოირი გენია.ჯი)