სავალალო ფაქტები მედიცინის ისტორიიდან…
ჭეშმარიტებაა,რომ არ შეიძლება იყოს კარგი ექიმი ის,ვინც არ არის კარგი ადამიანი.ადამიანები მედიკოსებს ანდობენ ყველაზე ძვირფასს,რაც კი გააჩნიათ – ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.სამწუხაროდ,მედიცინის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მრავლად დაფიქსირებულა მედიკოსთა მიერ უნებლიედ დაშვებული საბედისწერო შეცდომები,რომელთაც ადამიანთა (პაციენტთა) სიცოცხლე უმსხვერპლია.სწორედ ამიტომ ამბობდა საავადმყოფოში გადაყვანილი რუსი მწერალი – ანატოლი ალექსინი – “საავადმყოფო თეატრი არ არის,აქ მე ექიმის დუბლიორები არ მაწყობსო”.თუმცა-კი უცილობლად უნდა შევნიშნოთ,რომ ამ მოვლენებს ყველაზე მეტად სწორედ რომ ისინი განიცდიდნენ. და განიცდიდნენ ისე,რომ ხშირ შემთხვევებში სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც კი ასრულებდნენ.ფაქტია ისიც,რომ ექიმს მთელი სიცოცხლის მანძილზე თან სდევს ტვირთი განუწყვეტელი შფოთვისა,მოუსვენრობისა.სხვისი ტკივილი,ტანჯვა,დანაკარგი,სიკვდილის ტრაგედია ჭეშმარიტი ექიმის ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,მედიცინის ისტორიაში მრავალი შემთხვევაა აღწერილი,როდესაც ექიმებმა ვერ გაუძლეს მძიმე განცდებს და სიცოცხლე სუიციდით დაასრულეს.მაგალითად,სარატოველმა ექიმმა (გინეკოლოგმა) – ზ.ვასილევამ თავის 44 წლის ასაკში მყოფ მეგობარსა და კოლეგას – ნ.ალმაზოვას,მისივე დაჟინებული თხოვნის შედეგად გაუკეთა ოპერაცია.მეგობარი (პაციენტი) ოპერაციიდან ორი დღის შემდგომ გარდაიცვალა.მიუხედავად ოჯახის წევრებისა და კოლეგების მუდმივი მეთვალყურეობისა,ვასილევამ ეს უდიდესი ტრაგედია ვერ გადაიტანა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ასეთივე მეთოდით დაასრულა სიცოცხლე ცნობილმა ვენელმა ექიმმა შპიტცელმა,რომელმაც ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მდინარეში – დუნაიში დაიხრჩო თავი.სავალალო და ტრაგიკული შედეგით დასრულდა გერმანელი ექიმის – ბლოკის ცხოვრებაც.მან პირველმა სცადა ტუბერკულოზიანი ფილტვის მწვერვალის მოკვეთა,თუმცა ოპერაციის წარუმატებლად ჩატარებას პაციენტის დაღუპვა მოჰყვა თან. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა ფაქტმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ბლოკზე,რომ თავი მოიწამლა და ამ გზით განერიდა ამიერს.პაციენტის სავალალო ბედმავე იმსხვერპლა დიდი რუსი ექიმის – ნიკოლოზ პიროგოვის ყოფილი შეგირდი და შემდგოში მედიცინის პროფესორი – კოლომინი (გულში დამიზნებით გაისროლა ტყვია).
ძველ ბაბილონში ავადმყოფის სიკვდილისთვის ექიმი სიცოცხლით აგებდა პასუხს.მკურნალობის დროს დაშვებული შეცდომებისათვის კი სჭრიდნენ ხელს,ენას,თხრიდნენ თვალებს და სხვა.მაგრამ რა სასჯელი შეედრება ექიმის იმ გამოუმჟღავნებელ განცდებს,როდესაც იგი მარცხდება სიკვდილთან ბრძოლაში! ამ შემთხვევაში ექიმს უხედბა საკუთარი ფსიქოანალიზი.სწორედ ფსიქოანალიზმა მიიყვანა თვითმკვლელობამდე ისეთი დიდი მედიკოსები,როგორებიც იყვნენ – ზიდბერი,რაიხი,შტეკელი და სხვები და სხვები.
რადგანაც ექიმს არ აქვს უფლება ერთი წამითაც კი შეამოკლოს არსთაგამრიგის მიერ ნაბოძები სიცოცხლე,მედიცინაში დღესაც ძალაში რჩება ოდითგანვე მიღებული ჰუმანური პრინციპი:
” – ექიმი იბრძვის ავადმყოფის სიცოცხლისათვის მის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!” – (ავტორი გენია.ჯი)