“შეშკოვსკის მექანიკური სავარძელი”
რუსეთის იმპერატორის – პეტრე I-ის ბრძანებით 1718 წლის 1 თებერვალს ჩამოყალიბებული იქნა – “საიდუმლო კანცელარია”,რომლის უმთავრეს მიზანსაც იმპერატორის პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული სამსახური,რომელსაც პირადად პეტრე უწევდა კურირებას,განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა დაკავებულების მიმართ,რის გამოც “საიდუმლო კანცელარიის თანამშრომლებს – “ინკვიზიტორებს” უწოდებდნენ.”საიდუმლო კანცელარიის” უკანასკნელი ხელმძღვანელი გახლდათ მეფის საიდუმლო მრჩეველი – სტეფანე შეშკოვსკი (1727-1794 წლები).ისტორიკოსები ირწმუნებიან,რომ შეშკოვსკის მმართველობის ჟამს მის კაბინეტში ეჭვმიტანილთა გამოსატეხად სპეციალურად იყო განთავსებული მექანიკური სავარძელი.მას შემდეგ,რაც ეჭვმიტანილს აღნიშნულ სავარძელზე მიაბამდნენ,იატაკის ის ნაწილი,რომელზეც სავარძელი იდგა მექანიკურად იხსნებოდა და ჩნდებოდა ლუქი,რომელშიც სავარძელს იმ დონემდე უშვებდნენ დაბლა,რომ აიტაკის ზემოთ მხოლოდ მსხვერპლის თავი რჩებოდა.სხეულის დანარჩენი ნაწილი ჩადიოდა ლუქში,რომელშიც მყოფი ჯალათები მსხვერპლს მთელი გამეტებით სცემდნენ.შესაბამისად,არც მსხვერპლმა უწყოდა ვინ სცემდა და არც ჯალათებმა უწყოდნენ ვის უსწორდებოდნენ ასე გამეტებით.როგორც ამბობენ,ეჭვმიტანილის გამოტეხის ასეთ მეთოდს პირადად სტეფანე არასოდეს დასწრებია და ამ საქმეს მუდამ მისი ქვეშევრდომები აკეთებდნენო,თუმცა მის კაბინეტში დამონტაჟებულ სავარძელს რომ მაინც – “შეშკოვსკის მექანიკური სავარძელი” უწოდეს, – ფაქტია. – (ავტორი გენია.ჯი)