ჰამისტაგანი
სასანიდური ეპოქის სპარსეთში გაბატონებულ რელიგიაში – ზოროასტრიზში გავრცელებული კონცეფციის თანახმად,ჰამისტაგანი წარმოადგენდა ადგილს,სადაც დროებით ხვდებოდნენ იმ გარდაცვლილთა სულები,რომელთაც სიცოცხლეში თანაბრად ჰქონდათ ჩადენილი როგორც კეთილი,ასევე ბოროტი ქმედებები. (ავტორი გენია.ჯი) ზეციური სამსჯავროს მოლოდინში მყოფი სულებისათვის ჰამისტაგანში არ არსებობდა არც მწუხარება და არც სიხარული.ზოროასტრიზმის მიხედვით,ჰამისტაგანი განთავსებული გახლდათ დედამიწის ცენტრსა და “ვასრსკვლავურ სფეროს” შორის.მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნული ადგილი არ გახლდათ სულების დასასჯელი ადგილი,იქ მოხვედრილ სულებს მაინც დიდი განსაცდელი ტანჯავდა საშინელი სიცხისა და სასტიკი სიცივის სახით.საყურადღებოა ისიც,რომ ამ უძველესი რელიგიური მრწამსის მიხედვით,თავად ჰამისტაგანი ორ ნაწილად გახლდათ გაყოფილი: იმ კეთილ ადამიანთა სულები,რომლებსაც სამადლო ქმედება უფრო მეტი ჰქონდათ ჩადენილი,ვიდრე ცოდვა სიცოცხლეში,ჰამისტაგანის “კარგ” ნაწილში ხვდებოდნენ,ხოლო იმათი სულები კი,ვისაც ორივე მათგანზე თანაბარი მაჩვენებელი გააჩნდა,ჰამისტაგანის “ცუდ” ნაწილში ხვდებოდნენ.ზოროასტრიზმის რელიგიის მიმდევრები ღრმად არიან დარწმუნებულნი,რომ ჰამისტაგანში მოხვედრილი სულების უდიდესი ნაწილი ზეციური სამსჯავროს შემდგომ სამოთხის ბინადარი ხდება. – (ავტორი გენია.ჯი)