ისააკ ნიუტონი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გენიალურმა ინგლისელმა ფიზიკოსმა, მათემატიკოსმა და ასტრონომმა – ისააკ ნიუტონმა (1642-1727 წლები), თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი თანამედროვე ფიზიკას, გამოთვლებს, მოძრაობის კანონებს, გამოგონებებსა და სხვა მეცნიერულ სამუშაოებს მიუძღვნა, თუმცა-კი, მან არანაკლები დრო დაუთმო ალქიმიასაც. (ავტორი გენია.ჯი) ენთუზიაზმით აღვსილი ნიუტონი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ შეეძლო შეექმნა ისეთი მითიური არქეფაქტი, როგორც გახლავთ – „ფილოსოფიური ქვა”. თავის მხრივ, „ფილოსოფიურ ქვას” ძალუძდა ნებსიმიერი მეტალი ოქროდ ექცია და სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა ადამიანისათვის. ისააკმა ამ მითიური არტეფაქტის შექმნას საკმაოდ დიდი დრო და დიდი შრომა შეალია, მაგრამ ფიზიკისა და სხვა მეცნიერებებისაგან განსხვავებით,ალქიმიაში გენიალურმა ინგლისელმა ფიზიკოსმა კჯარდინალურად სხვა შედეგი მიიღო და სრული კრახი განიცადა.შესაბამისად,მისი შრომაც უნაყოფო აღმოჩნდა.ნიუტონი მის მიერ ჩატარებული ალქიმიური ცდების შედეგებს კოდების სახით იწერდა.დროთა განმავლობაში მკვლევარებმა ისააკის კოდების დიდი ნაწილი გაშიფრეს,თუმცა მათში რაიმე მნიშვნელოვანი ჯერჯერობით ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს. – (ავტორი გენია.ჯი)