“ბეჭდების მბრძანებელი” – (ეპიზოდი)
1969 წელს ამერიკულმა კინოსტუდია – “United Artists”-მა სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ შეიძინა სამხრეთ აფრიკაში დაბადებული დიდი ინგლისელი მწერლის – ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის (1892-1973 წლები) ქმნილების – “ბეჭდების მბრძანებლის” ეკრანიზაციის უფლება. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ნაწარმოების კინოდ ქცევის იდეით აღვსილმა კინოსტუდიის ხელმძღვანელობამ ფილმში მთავარი როლების განსახიერება პოპულარული ინგლისური მუსიკალური ჯგუფის – “ბითლზის” წევრებს შესთავაზა და თანხმობაც მიიღო.ჯონ ლენონს სურდა – გოლუმის სახე განესახიერებინა,პოლ მაკარტნის – ფროდოს,რინგო სტარს ფროდოს მეგობრის – სემის,ხოლო ჯორჯ ჰარისონს კი თავად – განდალფი უნდა ეთამაშა.”ბეჭდების მბრძანებლის” რეჟისორად მიწვეული იქნა სახელოვანი ამერიკელი კინორეჟისორი – სტენლი კუბრიკი.თუმცა,სამწუხაროდ,ეს შესანიშნავი პროექტი ვერ განხორციელდა.პირველი და უმნიშვნელოვანესი პიროვნება,ვინც უარი თქვა ფილმის გადაღებაზე,რეჟისორად მიწვეული – სტენლი კუბრიკი იყო.მან ჯონ ლეონონთან საუბრისას გულახდილად აღიარა,რომ “ბეჭდების მბრძანებლის” რომანი-ეპოპეის ეკრანიზაცია მისთვის წარმოუდგენელი და შეუძლებელი რამ გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)