ანდრეი გონჩაროვი – “ეპიზოდი”

გამოჩენილ რუს თაეტრის რეჟისორსა და პუბლიცისტს - ანდრეი გონჩაროვს (1918-2001 წლები) ერთი მეტად უცნაური თვისება ახასიათებდა: როდესაც იგი ბრაზდებოდა,ყოველთვის ავიწყდებოდა იმათი სახელები და გვარები,ვისზეც რეჟისორი ბრაზობდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ,მორიგი სპექტაკლის რეპეტიციის მიმდინარეობის დროს,დარბაზში მჯდომმა გონჩაროვმა ხმამაღლა დაიყვირა:

- რას თამაშობთ თქვენ მანდ? მე თქვენ გეკითხებით!

იმ მომენტში სცენაზე ათამდე მსახიობი იმყოფებოდა,რომლებმაც ვერ დაადგინეს,თუ ვის მიმართავდა კონკრეტულად რეჟისორი.

- ღმერთო ჩემო! ასე როგორ შეიძლება! – წამოიძახა გაბრაზებულმა გონჩაროვმა.

- რომელი გყავთ მხედველობაში? –  ჰკითხა გონჩაროვს მის გვერდით მჯდომმა თამარა ბრავსლავსკაიამ.

- აი,ის,მარჯვნივ რომ დგას. – უპასუხა რეჟისორმა.

- ის ხომ ვერა ჟუკოვსკაიაა… – წარმოთქვა გაოცებულმა ბრასლავსკაიამ.

- დიახ,დიახ,სწორედ ის: რას თამაშობთ თქვენ,ვერა ნიკოლოზის ასულო? – მკაცრად განაგრძო გაბრაზებულმა ქმარმა (ვერა ჟუკოვსკაია ანდრეი გონჩაროვის მეუღლე იყო). – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>