ედგარ დეგა – “ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა მხატვარმა და სკულპტორმა – ედგარ დეგამ (1834-1917 წლები) თავის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ტილოზე – “აბსენტი”,მუშაობა 1876 წელს დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ დეგას ნამუშევარი იმთავითვე იქცა უდიდესი კრიტიკისა და ზიზღის ობიექტადაც კი ხელოვნებათმცოდნეებში.სპეციალისტები ამბობდნენ,რომ ფრანგი მხატვრის ტილო – “აბსენტი” ნეგატიური განცდების სრული დემონსტრირება გახლდათ და ამაზრზენ და მახინჯ სურათად მოიხსენიებდნენ.ასეთივე უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა დეგას სურათმა ლონდონშიც,სადაც ის ზედმეტად ვულგარულ ტილოდ მოიხსენიეს.ის კი არა და, “აბსენტმა” ტილოზე გამოსახულ პიროვნებებსაც კი შეურყია რეპუტაცია (როგორც ცნობილია,დეგამ სურათზე გამოსახა კაბარე “ფოლი-ბერჟერის” ვარსკვლავი ქალი – ელენ ანდრე და ფრანგი მხატვარი – მარსელ დებუტენი).ანდრეს შესახებ გავრცელდა ხმები,რომ იგი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო,ხოლო მარსელი კი გამოუსწორებელ ლოთად შერაცხეს.
მას შემდგომ,რაც ედგარს ჰკითხეს,თუ რას ფიქრობდა მისი სურათის – “აბსენტის” კრიტიკის საკითხზე,გენიალური მხატვრისაგან ასეთი პასუხი მოისმინეს: “ვინ აკრიტიკებს? ხელოვნებათმცოდნეები? და რა პროფესიაა საერთოდ ხელოვნებათმცოდნეობა? მათ არ იციან რა არის ჭეშმარიტი ხელოვნების არსი? მხოლოდ სულელი ხელოვანები ელიან იმ ადამიანებისაგან კომპლიმენტებს,რომელთაც არაფრის შექმნა არ შეუძლიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)
ედგარ დეგა