თამარ მეფის ეპოქის ბოლობჭე

“ხალხი,მით უფრო ერი,მხოლოდ ძლიერი პიროვნებით,ძლიერი წინამძღოლით,ძლიერი “ხელითა მწიფითა” არის ხალხი და ერი.

მით უფრო – ქართველი ხალხი,ქართველი ერი! სწორედ მისი მოვლაა ძნელი – მისი წინამძღოლობა,მისი “ხელ-მწიფობა!”

ძნელია,ძნელზე ძნელი პირველკაცობა და ხელმწიფობა იმ ხალხში,სადაც ყველა პირველია,სადაც ყველას ყველაფერი ყველაზე უკეთ “ხელ-ეწიფება”!!!

ამიტომ,თამარის აღსრულებისთანავე უნდა აღბეჭდილიყო საქართველოს ცის კაბადონზე უმძიმესი,სულისშემხუთველი ეჭვით დატენილი – “ვაი,თუ ვერ…” – ვითარცა მაშინ,თამარის აღსრულებამდე 1748 წლის წინ,მონადიმე ბაბილონელი ხლემწიფის,ბელშაცარის წინაშე იდუმალმა ხელმა ეს სამი სიტყვა რომ გამოხატა:

“მენე,თეკელ,უფარსინ”…

და, ასევე განკითხვის დღეთა მაუწყებლობით – “ვაი თუ ვერ”…

…ვერ გაუძლონ ქართველებმა უდავითობას,უთამარობას…

თუნდაც მათგანვე ეგზომ ამაღლებულთა…

მაგრამ მაინც მათგანვე დატოვებულთა,დაგდებულთა,დაობლებულთა…

ერთნაირად “პირველთა” და “უპირატესთა”.

ერთნაირად ყველა ცალკე “მე”,”უპირველესი”,”უპირატესი”.

ანუ ცალკე – “მეთა-მე” (ვათარცა “მეფეთა-მეფე”,გინა “მზეთა-მზე”).

არა და, უკვე მოისმის ავი ბუბუნი აღმოსავლეთით.

ამ “მეების ქვეყანას” კი ჯერ ბაიბურადაც არა ესმის რა.

(რაც არ უნდათ,არც ისემენენ – ესეც “სჭირს საქართველოსა”).

არც საშუადღეო მზის ბედისწერას დაჰკვირვებიან ქართველები: მზე რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წამოიმართება – აზიური სხეულებრივი მცხუნვარებიდან ევროპულ სულიერ სიგრილეში დასავანებლად – სწორედ ეს გადასვლა-გარდასახვა,თუ “გადავანება-გადამზევება”,სამზეო-საშუადღეოს,აზია-ევროპის შუა სახსარს,დედამიწის შუბლს,ანუ ქართველთა “ქუეყანას” განეცადა ყველაზე ფიცხად.

არა და, იქ,აღმოსავლეთში,შუაგულ აზიაში უკვე მოქმედებს მსოფლიო ბედისწერა.სახელად თემუჩინი,თუ ჩინგის-ხანი,ტომით “მენღუ” თუი “მონ-ღუ-ლი”.უკვე თავის “ურდოდ” უქცევია მთელი შუაგული აზია… და, რაკი მსოფლიოსათვის,მაშასადამე საქართველოსთვის – შუბლისთვის დედამიწისა!

(ისედაც,ქართველობა “მსოფლიოობიდან” ხომ “ვერ გამოწყდება.ქართველი კაცი რის ქართველია,თუ არ მსოფლიო?!

ისედაც,ქართველ კაცს პირველკაცობა მსოფლიოში ხომ უფრო “გამოსდის”,ვიდრე თვითონ საქართველოში?!

დიახ,ძნელი გახლავთ პირველკაცობა ქვეყანაში,სადაც ყველა პირველი ბრძანდება!)” – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ამონარიდი ლევან სანიკიძის წიგნიდან – “დავითიან-თამარიანი ანუ რომელმან აღაშენა,რომელმან დაამშვენა”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>