რაბინალ-აჩი – “ეპიზოდი”
მესოამერიკული ცივილიზაციის – მაიას ხალხის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დრამატურგიულ ნაწარმოებად მიჩნეული გახლდათ პიესა,სახელწოდებით – “რაბინალ-აჩი”.აღნიშნული პიესა ძირითადად წარმოადგენს ორი მთავარი მოქმედი პირის დიალოგს,თუმცა-კი იშვიათად,მაგრამ მაინც გვხვდება სხვა პერსონაჟთა რეპლიკებიც. (ავტორი გენია.ჯი) ისევე,როგორც გენიალური ძველ ბერძენი დრამატურგის – ესქილეს ადრეულ პიესებში,”რაბინალ-აჩი”-ს სიუჟეტიც მონოლოგისა და დიალოგის სახეს ატარებს.მასში მოთხრობილია ორი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი პერსონის – რაბინალ-აჩისა და კეჩე-აჩის პათეტიკური დიალოგი,რომელიც თავისი მეტაფორებითა და ეპითეტებით ერთობ ჩამოჰგავს მესოამერიკული კულტურის სახელოვან წიგნ-ეპოსს – “პოპოლ-ვუ”-ს.”რაბინალ-აჩი”-ს სპექტაკლის სახით მრავალი საუკუნის მანძილზე დგამდა მაიას უნიკალური ცივილიზაციის ხალხი,მაგრამ უნდა შევნიშნოთ,რომ ნაწარმოების ფინალი ერთობ დრამატულად ვითარდებოდა: რაბინალ-აჩი კლავს თავის მოწინააღმდეგეს – კეჩე-აჩის. და რადგანაც აღნიშნული პიესა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მაიას ხალხში ფესვგამდგარ რიტუალურ ტრადიციებთან,იმ მსახიობებს,რომლებიც კოლონიამდელ ეპოქაში კეჩე-აჩის როლს ანსახიერებდნენ,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს ,სპექტაკლის დასრულების შემდეგ – მსხვერპლად სწირავდნენ (კლავდნენ).ასეთი საშინელი ფინალით გრძელდებოდა “რაბინალ-აჩის” წარმოდგენა კოლონიამდელ პერიოდამდე.მას შემდგომ,რაც 1822 წელს გვატემალა მექსიკის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა,ხელისუფლების მიერ “რაბინალ-აჩი”-ს სპექტაკლის სახით წარმოდგენა ოფიციალურად იქნა აკრძალული. – (ავტორი გენია.ჯი)