სტივენ ჰოკინგი – “ეპიზოდი”
21 წლის ასაკში მყოფ ახალგაზრდა სწავლულს – სტივენ უილიამ ჰოკინგს მედიკოსებმა საშინელი სამედიცინო დიაგნოზი – ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუსვეს (ლატერალური სკლეროზი,როგორც ერთ-ერთი ნეიროდეგენერაციული დაავადება,იწვევს კუნთების დასუსტებას). (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ასეთი შემაშფოთებელი ცნობისა და შემდგომში დაავადების გართულებისა (დამბლა დაეცა),სტივენმა კვლავაც აქტიურად განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა: პირადად ატარებდა ცდებს,რეგულარულად დადიოდა უნივერსიტეტში,სადაც სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა.დაავადების გართულების შემდგომ გენიალური მეცნიერის მეგობრებმა სპეციალურად მისთვის გამოიგონეს და შექმნეს კომპიუტერი,რომლის კლავიშებზე თითის შეხებითაც შესაძლებელია ინფორმაციის (ტექსტის) აკრეფა და მისი ხმოვანი სახით გადაცემა,რამაც გენიალურ ინგლისელ ფიზიკოსსა და ასტროფიზიკოსს – ჰოკინგს განუზომლად დიდი სამსახური გაუწია.აქვე უცილობლად უნდა შევნიშნოთ: რომ არა სტივენის საოცარი სულიერი სიმტკიცე,ალბათ,კაცობრიობა კიდევ დიდხანს ვერ გამოიყვანდა გრავიტაციის კვანტურ თეორიას; ალბათ,კიდევ დიდხანს ვერ დაადგენდა “შავი ხვრელების” არსებობის მეცნიერულად დასაბუთებულ ახსნას; ალბათ,კიდევ დიდხანს ვერ დაწერდა ისეთ წიგნს,როგორიც არის ბესტსელერად ქცეული – “დროის მოკლე ისტორია”…
იგი გახლავთ კემბრიჯის სახელოვანი უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორი.მათემატიკის პროფესორი იმ სახელოვანი კემბრიჯის უნივერსიტეტისა,რომლის მათემატიკის პროფესორსაც ოდესღაც – ისააკ ნიუტონი წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)
რიჩარდ ოვენდენი (ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარი),სტივენ ჰოკინგი,დევიდ ატენბორო (მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნატურალისტი და ტელეწამყვანი,რომლის სახელთანაც ასოცირდება ბუნების შესახებ პირველი დოკუმენტური ფილმების გადაღება)
ბარაკ ობამა და სტივენ ჰოკინგი (თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დაჯილდოების ცერემონიალი)