ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი – “ეპიზოდი”
ლონდონში ცხოვრების პერიოდში,იმ სახლის ღობეს,სადაც დიდი ინგლისელი მწერალი,პოეტი და ნოველისტი – ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი (1865-1936 წლები) ცხოვრობდა,ავტომობილი დაეჯახა.საბედნიეროდ,შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია,თუმცა-კი ავტომობილის მსგავსად დაზინებული იქნა კიპლინგის ღობეც. (ავტორი გენია.ჯი) მძღოლი და მწერალი ერთმანეთში მორიგდნენ: მან კიპლინგს ზარალის ანაზღაურება (ღობის შეკეთება) აღუთქვა.დრო გადიოდა,მძღოლი კი არსად ჩანდა.აღნიშნული გარემოების გამო ჯოზეფმა მას წერილი გაუგზავნა,სადაც ზარალის ანაზღაურებას სთხოვდა.პასუხი არ ჩანდა… მას შემდეგ,რაც კიპლინგმა რამდენიმე გაგზავნილ წერილზე პასუხი ვერ მიიღო,გადაწყვიტა პირადად სწვეოდა მძღოლს სახლში.მძღოლმა გაბრაზებული მწერლის წინაშე ასე იმართლა თავი: “თქვენს მიერ გამოგზავნილი პირველი წერილი 2 ფუნტ-სტერლინგად გავყიდე,მეორე წერილი – შვიდ ფუნტად,მესამე – 12 ფუნტად.თუკი მეოთხე წერილსაც გამომიგზავნით,მისი გაყიდვით სწორედ იმდენ თანხა შეგროვდება,რამდენიც თქვენი ზარალის ასანაზღაურებლად არის საჭირო”. – (ავტორი გენია.ჯი)