ნენსი ფრიმან-მითფორდი – “ეპიზოდი”

ინგლისელმა მწერალმა ქალმა – ნენსი ფრიმან-მითფორდმა (1904-1973 წლები) სხვადასხვა ცნობილი პერსონების ბიოგრაფიების კვლევებითა და შემდგომ მათ შესახებ გამოქვეყნებული ბიოგრაფიული ლიტერატურული ქმნილებების დაწერით გაითქვა სახელი. (ავტორი გენია.ჯი) მისი კვლევის ობიექტებს წარმოადგენდა ისეთი პიროვნებები,როგორებიც გახლდნენ საფრანგეთის “მეფე-მზედ” წოდებული – ლუი XIV,ვოლტერი და ლუი XV-ის ცნობილი სამეფო საყვარელი ქალი – მადამ დე პომპადური.თავის მხრივ შევნიშნოთ,რომ ინტრიგების,გარყვნილების,ფუფუნების,ხელოვნებისა და მეცნიერების მოყვარული პომპადური გახლდათ ის ქალი,რომელსაც ოცი წლის განმავლობაში უზარმაზარი გავლენა გააჩნდა საფრანგეთის სამეფო კარის როგორც საშინაო,ასევე საგარეო  პოლიტიკაზე.

“პოლიტიკის მთელი საიდუმლოება მდგომარეობს იმაში,რომ კარგად იცოდე დრო,როდის უნდა მოიტყუო, და იცოდე დრო,როდის უნდა დადუმდეო”, – წერდა მადამ დე პომპადური

1950-იან წლებში ნენსი მითფორდმა თავისი ახალი ბიოგრაფიული წიგნი – “მადამ დე პომპადური” გამოაქვეყნა ინგლისში.მალევე აღნიშნული ქმნილება ირლანდიაშიც უნდა გამოცემულიყო,თუმცა მწერალს აუწყეს,რომ მისი წიგნის გამოქვეყნება ირლანდიაში ოფიციალურად იქნა აკრძალული.მითფორდი მზად იყო წიგნიდან ის ადგილები ამოეღო,რომლებიც უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზი გახდა ცენზურისათვის,თუმცა ირლანდიიდან კვლავაც უარი მიიღო.როდესაც ავტორი დაინტერესდა,რა გახდა მიზეზი მისი ნაწარმოების აკრძალვისა ირლანდიაში,შემდეგი პასუხი მიიღო: “ნაწარმოების სახელწოდება – “მადამ დე პომპადური”. – (ავტორი გენია.ჯი)

მადამ დე პომპადური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>