ლუი პასტერი – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მიკრობიოლოგი და ქიმიკოსი – ლუი პასტერი (1822-1895 წლები) არამარტო დიდი მეცნიერული აზროვნებით,არამედ შესანიშნავი ხატვის ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,ახალგაზრდულ ასაკში მყოფი პასტერი შემდეგი დილემის წინაშე აღმოჩნდა: იგი ან სახვითი ხელოვნების,ან კიდევ სამეცნირო გზას უნდა გაჰყოლოდა. და ლუიმ არჩევანი მეცნიერების სასარგებლოდ გააკეთა.ერთ დღეს ლუი პასტერის მიერ შექმნილი რამდენიმე ტილო სახელოვანმა ფრანგმა მხატვარმა და სკულპტორმა – ჟან-ლეონ ჟერომმა იხილა.გენიალური ფრანგი მეცნიერის სურათები ჟერომს იმდენად მოეწონა,რომ მან ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი ცინიზმის გარეშე განაცხადა – “ძალიან კმაყოფილი ვარ,რომ პასტერმა სახვით ხელოვნებას მეცნიერება არჩია,რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შესაძლოა ჩემი ყველაზე დიდი კონკურენტი გამხდარიყო სახვით ხელოვნებაშიო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟან-ლეონ ჟერომი