მაო ძედუნი – “ეპიზოდი”

ხანდაზმულ ასაკში შესული ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელი,მაოიზმის მთავარი თეორიტიკოსი და ქვეყნის ხელმძღვანელი – მაო ძედუნი (1893-1976 წლები) განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა იმ მეცნიერთა და მედიკოსთა მიმართ,რომლებიც იმედოვნებდნენ (ან პირდებოდნენ),რომ შესაძლებელი იყო სიცოცხლისა და ახალგაზრდობის გახანგრძლივებისათვის საჭირო საშუალების აღმოჩენა. (ავტორი გენია.ჯი) უძველესი ტრადიციებით სახელგანთქმული ამ უდიდესი აზიური სახელმწიფოს მმართველი ასეთ მეცნიერებსა და მედიკოსებს მართლაც რომ “ხელის გულზე” ატარებდა: ისინი პირადად მაოს მფარველობისა და ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდნენ,სარგებლობდნენ უამრავი პრივილეგიით,ცხოვრობდნენ ფუფუნებაში და ჰქონდათ მუშაობისათვის საჭირო აუცილებელი გარემო,შესანიშნავი ანაზღაურებით.

მიუხედავად მათი მუხლჩაუხრელი შრომისა,”სიცოცხლისა და ახალგაზრდობის გამახანგრძლივებელი ელექსირი” მაინც ვერ იქნა აღმოჩენილი.ის კი არა და, სიცოცხლისა და ახალგაზრდობის გახანგრძლივების იდეით შეპყრობილი და ბრონქიტით დაავადებული 65 წლის ასაკში მყოფი ჩინეთის ლიდერი ხშირად ჩიოდა,რომ მისი სამთავრობო აპარტამენტის აუზი და საძინებელი ოთახი მოწამლული იყო.ასეთმა ქმედებებმა კი ექიმები იმ დასკვნამდე მიიყვანა,რომ მაოს პარანოიის საშინელი ფორმა განუვითარდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>