იცით თუ არა,რომ
1. სპარსული პოეზიის მარგალიტად წოდებული დიდი სპარსელი პოეტი და ფილოსოფოსი – ომარ ხაიამი (1048-1131 წლები) ასასინების მასონური და მისტიკური ორდენის დამაარსებელთან და ყველა დროისა და ეპოქის უდიდეს ტერორისტად აღიარებულ – ჰასან-იბნ-საბაჰთან მეგობრობდა. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. გენიალური ინგლისელი ფიზიკოსი,მათემატიკოსი და ასტრონომი – ისააკ ნიუტონი (1642-1727 წლები) ერთობ გატაცებული გახლდათ ბიბლიური ტექსტების შესწავლით.მის ბიბლიოთეკაში ქრისტიანთა წმინდა წიგნის – “ბიბლიის” ოცდაათი ეგზემპლარი იყო დაცული,რომლებიც თავის მხრივ,სხვადასხვა ენებზე იყო დაწერილი.
* * *
3. ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის მექალთანე მეფეს – ჩარლზ II სტიუარტს (1630-1685 წლები) ერთი მეტად უცნაური ჰობი გააჩნდა: იმისათვის,რომ თავისი საყვარლების თმებისაგან პარიკი დაემზადებინა,იგი აგროვებდა ყველა იმ ქალის თმას,რომლებთანაც კი ოდესმე სარეცელი გაუყვია.შედეგად,ქალების გულთამპყრობელი მეფის პარიკი იმდენად დიდი გახდა,რომ მისი ტარება მონარქისათვის შეუძლებელი გახდა,რის გამოც იგი ჩარლზმა ერთ-ერთ შოტლანდიურ კლუბს – “Baggar’s Benison”-ს უსახსოვრა.
* * *
4. გენიალური ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის – უილიამ შექსპირის ეპოქაში (XV-XVI საუკუნეები) თმებს ბაბთებით არა მხოლოდ მანდილოსნები,არამედ მამაკაცებიც იმკობდნენ.
* * *
5. “ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკმა შექმნა,ამისთვის კი ღირდა ენერგიის დახარჯვა”, – ამბობს სახელოვანი ქართველი მოჭადრაკე ქალი და მსოფლიოს მრავლგზის ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის – ნონა გაფრინდაშვილი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. აღორძინების ეპოქის გენიალური იტალიელი არქიტექტორი,მხატვარი და მოქანდაკე – ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები) განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაწარმოებებს სარკის საშუალებით ქმნიდა.თავის მხრივ კი,სარკეში არეკლილი ორმაგად გადაბრუნებული ტექსტი მხოლოდ სარკის საშუალებითვე იკითხებოდა.
* * *
7. “იყო სხვებისაგან განსხვავებული”, – ამ პრინციპს ადრეული ბავშვობიდანვე მისდევდა გენიალური ესპანელი მხატვარი და გრაფიკოსი – სალვადორ დალი.
* * *
8. ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა,ამერიკელი კომპოზიტორი და პიანისტი – დიუკ ელინგტონი (1899-1974 წლები) ბავშვობიდანვე საკუთარ თავს – “უკე”-ს ეძახდა,რაც აღნიშნავს იმ კეთილშობილ ადამიანს,რომლითაც ყველა აღფრთოვანებულია და რომელსაც ყველა ადიდებს.
* * *
9. იმისათვის,რომ გენიალურ ფრანგ მწერალს – ონორე დე ბალზაკს საფრანგეთის ეროვნულ არმიაში გაწვევისაგან თავი აერიდებინა,პარიზში ბინას ქვრივი ქალის – დიურანის სახელზე ქირაობდა.უცხოთა შესვლა ბალზაკის მიერ ნაქირავებ ბინაში აკრძალული იყო,რის გამოც მწერლის მიერ გამოგონილი იქნა საგანგებო პაროლი,რომელიც მხოლოდ მისმა უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. როგორც ცნობილია,დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი – ელისაბედ II უინძორი სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე უმეტესწილად ღია ფერის ტანისამოსით ჩნდება,რასაც შემდგომი გარემოებით ხსნის: “მე ვალდებული ვარ ღია ფერის კაბები ვატარო,წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ქვეშევრდომები ვერ მიხვდებიან,პროცესიაში რომელია დედოფალი”.