კარლ რაუხფუსი – “ეპიზოდი”
მას შემდგომ,რაც ერთ-ერთ პირველ რუს პედიატრსა და მედიცინის დოქტორს – კარლ რაუხფუსს (1835-1915 წლები) მომაკვდავი ბავშვის მშობლებმა ოპერაციის ჩატარების უფლება არ მისცეს,ამ მეტად მამაცმა ქირურგმა პატარას სიცოცხლის შესანარჩუნებლად მართლაც რომ მედიკოსთათვის გაუგონარი ქმედება ჩაიდინა: იგი იძულებული გახდა ბავშვის მშობლები თოკების საშუალებით – დაება და სუნთქვაშეჩერებული პაწია პაციენტისათვის ტრაქეოტომია გაეკეთებინა (სასუნთქი მილის (სასულის) გაკვეთა და მასში სპეციალური მილის ჩადგმა სუნთქვის აღსადგენად).საბედნიეროდ,რაუფხუსის მიერ გაკეთებულმა ტრაქეოტომიამ ბავშვი უცილობელი სიკვდილისაგან იხსნა,თუმცა კი ეს უდიდესი ექიმი მართლმსაჯულების კლანჭებისაგან ვერ დაიხსნა: იმ პერიოდის რუსეთის იმპერიაში მოქმედმა პარადოქსულმა კანონმდებლობამ მკურნალს თავისი გამაოგნებელი,თუმცა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ქმედება ორმაგ დანაშაულად – მშობლების თავისუფლების ხელყოფად და ბავშვის სხეულის დაზიანებად ჩაუთვალა და კანონის შესატყვისადვე დასაჯა.