ჟან-ბატისტ რასინი – “ეპიზოდი”
XVII საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა ფრანგმა დრამატურგმა და საყოველთაოდ გახმაურებული ხუთ აქტიანი ტრაგედიის – “ანდრომაქეს” ავტორმა – ჟან-ბატისტ რასინიმ (1639-1699 წლები) საფრანგეთის მეფის – ლუი XIV-ეს მხრიდან მფარველობა და თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის სათანადო დაფასება მონარქის ფავორიტი ქალბატონის – მადამ დე მონტესპანის უშუალო ძალისხმევით მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ რასინი ძალიან დიდ ყურადრებას აქცევდა იმას,თუ როგორი დამოკიდებულება გააჩნდა “მეფე-მზედ” წოდებულ ლუის მისადმი,რაც შეიძლება ითქვას,რომ იქცა კიდეც ამ დიდი დრამატურგის გარდაცვალების უმთავრეს მიზეზად.როგორც სახელოვანი რუსი პოეტი ქალი – ანა ახმატოვა გადმოგვცემს,სახელოვანი დრამატურგი და ფრანგი მონარქი ერთმანეთს 1699 წლის 21 აპრილს გამართული ერთ-ერთი მესის მიმდინარეობისას შეხვდნენ.მას შემდგომ,რაც რასინიმ მეფეს წესისამებრ სცა თაყვანი,მისგან არანაირი საპასუხო ყურადღება არ უგრძვნია,რამაც გულზვიადი ლიტერატორი არა მხოლოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო,არამედ ერთობ გააბრაზა კიდეც.იგი მესის დასრულებას დაელოდა და როდესაც წირვა დასრულდა,კვლავაც თაყვანი სცა მეფეს,თუმცა მისგან კვლავაც გულგრილი და ცივი დამოკიდებულება იგრძნო.ფრანგი მონარქის აღნიშნულმა საქციელმა რასინი დაარწმუნა,რომ ლუი მის მიმართ აღარ გრძნობდა უწინდელ პატივისცემას,რამაც დრამატურგი უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ჩააგდო.შედეგად,სახლში დაბრუნებულ ჟან-ბატისტ რასინის ნერვიულობის ნიადაგზე იმავე საღამოს გულის შეტევა განუვითარდა,რასაც ემსხვერპლა კიდეც. – (ავტორი გენია.ჯი)