ბენჯამინ დიზრაელი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრემიერ-მინისტრს – ბენჯამინ დიზრაელს (1804-1881 წლები) ძალიან უყვარდა ფურისულასებრთა ოჯახის ულამაზესი ყვავილი – ფურისულა. (ავტორი გენია.ჯი) ეს ფაქტი კარგად უწყოდა გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ვიქტორიამ,რომელმაც მას შემდგომ,რაც დიზრაელი გარდაიცვალა,ბენჯამინის დაკრძალვაზე გაგზავნა ცოცხალი ფურისულას ასეულობით ყვავილისაგან დამზადებული უზარმაზარი გვირგვინი,წარწერით: “მისი საყვარელი ყვავილები”.გარდა ვიქტორიასი,დიზრაელის საფლავს ფურისულას ულამაზესი ყვავილებით ამკობდნენ ექს-პრემიერის ოჯახის წევრები,ნათესავები,მეგობრები და პოლიტიკური პარტნიორები.მოგვიანებით,დიზრაელის საყვარელი ყვავილი – ფურისულა ინგლისელი კონსერვატორების ერთ-ერთ ემბლემად იქნა მიჩნეული. – (ავტორი გენია.ჯი)
ფურისულა