რიჩარდ ნიქსონი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 37-ე პრეზიდენტი – რიჩარდ მილჰაუს ნიქსონი (1913-1994 წლები) წარმოადგენს იმ პირველ და (ჯერჯერობით) ერთადერთ პრეზიდენტს აშშ-ის ისტორიაში,რომელმაც საკუთარი ნებით (იძულებული გახდა) დროზე ადრე შეიწყვიტა სახელმწიფოს მეთაურის ესოდენ საპასუხისმგებლო და საპატიო უფლებამოსილება და გადადგა. (ავტორი გენია.ჯი) საყოველთაოდ ცნობილი “უოტერგეიტის სკანდალის” გამოისობით,ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანო იძულებული გახდა ნიქსონის იმპიჩმენტის საკითხი დაეყენებინა,რამაც იგი იძულებული გახადა 1974 წლის 9 აგვისტოს თანამდებობა დაეტოვებინა.
გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე,რიჩარდმა თეთრი სახლის ოფიციალურ ფოტოგრაფს თავის სამუშაო კაბინეტში უხმო.ამ ისტორიულ დღეს ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტს სურდა უკანასკნელი ფოტო გადაეღო ოჯახთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტების რეზიდენციაში.
” – გაიღიმეთ! გაიღიმეთ!” – გამუდმებით უმეორებდა სურათების გადაღების დროს თავადაც ნაძალადევად მომღიმარი ნიქსონი ატირებულ ქალიშვილებს – პატრისიასა და ჯულის და ფოტოობიექტივის წინ გულში იკრავდა მათ. – (ავტორი გენია.ჯი)