ევგენი პეტროვი – “ეპიზოდი”

გამოჩენილ საბჭოთა მწერალს,სცენარისტსა და ეგზომ პოპულარული რომანის – “თორმეტი სკამის” თანაავტორს – ევგენი პეტროვს (1902-1942 წლები) ერთი ფრიად უცნაური და იშვიათი ჰობი გააჩნდა: იგი თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში საკუთარი წერილების კონვერტების კოლექციის შეგროვებით იყო დაკავებული. (ავტორი გენია.ჯი) ამისათვის კი პეტროვმა შესანიშნავი მეთოდი შეიმუშავა: მწერალი უცხოეთში გზავნიდა წერილებს,რომელთა კონვერტებზეც თავისივე მოფიქრებულ გვარს,სახელს,ქალაქს,ქუჩასა და ბინის მისამართებს აწერდა.ბუნებრივია,რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ ავტორს მის მიერ უცხოეთში გაგზავნილ წერილებს კონვერტებითურთ უკანვე უბრუნებდნენ.თუმცა-კი უცილობლად უნდა შევნიშნოთ,რომ პეტროვისათვის უკანვე დაბრუნებული კონვერტები სხვადასხვა უცხოური ქვეყნების ფოსტების ლამაზ-ლამაზი შტამპეპით იყო დამშვენებული,რომლებზეც ასევე სხვადასხვა უცხოურ ენებზე ეწერა: “მისამართი არასწორია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>