“ბავშვების სასრიალო” – (ეპიზოდი)
საბავშვო ბაღებში,სკვერებსა თუ პარკებში განთავსებული პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობი მოწყობილობა - “ბავშვების სასრიალო” გამოგონებული იქნა ინგლისელი ინჟინრისა და მეცენატის – ჩარლზ უიკსტიდის (1847-1931 წლები) მიერ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ “ბავშვების სასრიალოს” არა მხოლოდ გასართობი დანიშნულება გააჩნდა,არამედ იგი იმთავითვე განკუთვნილი იყო პატარების სპორტული გაჯანსაღებისა და განვითარებისათვისაც.პირველი თანამედროვე ტიპის “ბავშვების სასრიალო”,რომელიც ხისგან იყო დამზადებული,უიკსტიდმა 1922 წელს განათავსა ინგლისის პატარა ქალაქ კეტერინგში არსებულ პარკში.საყურადღებოა,რომ ვაჟებისათვის განკუთვნილ პირველ “ბავშვების სასრიალოებს” გაცილებით მაღალი დასაშვები (ჩამოსასრიალებელი) გააჩნდა,ვიდრე გოგონებისათვის განკუთვნილს.მოგვიანებით ეს დისბალანსი გათანაბრებული იქნა.უწინდელისაგან განსხვავებით,დღეისათვის,ჩარლზ უიკსტიდის მიერ სპეციალურად ბავშვებისათვის გამოგონებულ ვერტიკალურად დასაშვებ სასრიალოებს სხვადასხვა მეტალისა და პლასტმასებისაგან ამზადებენ.ისინი არა მხოლოდ ბაღებში,სკვერებსა და პარკებშია განთავსებული,არამედ – აკვაპარკებშიც,სადაც ბავშვების მსგავსად,ერთობ დიდი მოწონებით სარგებლობს უფროსი თაობის ადამიანებშიც. – (ავტორი გენია.ჯი)
ჩარლზ უიკსტიდი