მუხრან მაჭავარიანი – „ჩემთვის საქართველოს მომავალი ნიშნავს…”

„ჩემთვის საქართველოს მომავალი ნიშნავს საუკუნეთა მრავალთა შემდგომ ქართველი ყმაწვილის ხმას: „ – აი, ია!”

ჩემთვის საქართველოს მომავალი ნიშნავს ჩემს საფლავზე ცეცხლოვან ქართულ ცეკვას…

ჩემთვის საქართველოს მომავალი ნიშნავს ქართული „მრავალჟამიერის” გუგუნს!

ჩემთვის საქართველოს მომავალი ნიშნავს, – საქართველოს გზებზე ქართველი კაცის გავლა-გამოვლას, ქართულ ლაპარაკს, ქართულ ჭირსა და ქართულ ლხინს!

ერთი სიტყვით, – ჩემთვის სანატრელია ის დღე, როცა განხორციელდება ოცნება ილიასი!”

კომენტარის დატოვება