მიშელ ნეი – “ეპიზოდი”
XIX საუკუნეში პარიზში განთავსებულ ობსერვატორიის მოედანზე აღიმართა დიდი ფრანგი სკულპტორის – ფრანსუა რიუდის მიერ ბრინჯაოსაგან დამზადებული ნაპოლეონ ბონაპარტის არმიის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მარშლის - მიშელ ნეის (1769-1815 წლები) ქანდაკება.ქანდაკება,რომელსაც მოგვიანებით გენიალურმა ფრანგმა მოქანდაკემ – ოგიუსტ როდენმა – “პარიზის ყველაზე ლამაზი ქანდაკება უწოდა”. (ავტორი გენია.ჯი) მიშელ ნეის ქანდაკება აღიმართა სწორედ იმ ადგილას,სადაც 1815 წლის 7 დეკემბერს სიკვდილით დასაჯეს იგი.
“მამაცი მამაცთა შორის”, – ასე იხსენიებდა მიშელ ნეის ნაპოლეონი, და ეს მართლაც ასე იყო.სასიკვდილო განაჩენის გამოცხადების შემდეგ მისი სახე ზიზღით იყო აღსავსე.არავითარი შიშის ნატამალი.” – ისეთი მეთოდები,როგორითაც მე გამასამართლეთ,კალიგულას მმართველობის პერიოდისათვის დამახასიათებელ მეთოდებს მაგონებსო”, – ხმამაღლა მიმართა ამაყმა ფრანგმა მარშალმა სასამართლოს. და როდესაც უთხრეს,რომ იმავე საღამოს უნდა დაესაჯათ სიკვდილით,”როდესაც მოგესურვებათ,მე მზად ვარო” – აუღელვებლად უპასუხა ნეიმ.
საოცარია,თუმცა ისტორიულად დადასტურებული ფაქტია,რომ პარიზის სასამართლო პალატის მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულებისას,საკუთარი სიკვდილით დასჯის პროცესს თავად სიკვდილმსიჯილი ხელმძღვანელობდა: თოფშემართულმა ჯარისკაცებმა მხოლოდ მაშინ გაისროლეს მიშელ ნეის მიმართულებით,როდესაც ამის ბრძანება თავად მისგან მიიღეს… – (ავტორი გენია.ჯი)
ფრანსუა რიუდის მიერ შექმნილი მიშელ ნეის ბრინჯაოს ქანდაკება (პარიზი)