ალექსეი ტოლსტოი – “ეპიზოდი”
გრაფი ტოლსტოების შთამომავალი რუსი მწერალი - ალექსეი ტოლსტოი (1882-1945 წლები),რომელმაც სახელი გაითქვა სოციალურ-ფსიქოლოგიური,სამეცნიერო-ფანტასტიკური და ისტორიული ჟანრის ნაწარმოებების წერით,საბჭოთა ბელადის – იოსებ სტალინისა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის – ვიაჩესლავ მოლოტოვის ფავორიტი ლიტერატორი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) “მე სტალინის საყვარელი მწერალი ვარო”, – არაერთხელ დაუტრაბახია ტოლსტოის.”ბუნებით ნიჭიერი მწერალი,მაგრამ ცხოვრებაში ძუნწი და ხარბი ყველა თვისებითა და გამოვლინებით.იგი ჩავარდა პირადი კეთილდღეობის ვნებების ტყვეობაში და საბოლოოდ დაძირა თავისი ნიჭი”, – ტოლსტოის შესახებ წერდა რუსი ლიტერატურათმცოდნე – ანდრეი გრიშუნინი.მიუხედავად ამისა,კონფრომისტად წოდებულ ალექსეის ლიტერატურულ შემოქმედებასა და ნიჭს სათანადოდ აფასებდნენ ისეთი სახელოვანი ლიტერატორები,როგორებიც გახლდნენ – სოლჟენიცინი,ბუნინი,ჩუკოვსკი და სხვები.
ალექსეი ტოლსტოი დაქორწინებული გახლდათ რუს პოეტ და მწერალ ქალზე – ნატალია კრანდიევსკაიაზე.ქორწინების შემდგომ ნატალიამ ლიტერატურულ მოღვაწეობაზე ხელი აიღო და საკუთარი თავი ქმარს სრულად მიუძღვნა.ოცწლიანი თანაცხოვრების შემდგომ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა გაცივდა და ამის მიზეზი გახლდათ მეუღლის 29 წლის ასაკში მყოფი მომხიბვლელი მდივანი გოგონა – ლუდმილა ბარშევა,რომელიც თავის მხრივ, 52 წლის ასაკის მქონე მწერლის შემდგომი ცოლი გახდა.
“ორიოდე კვირის შემდეგ საბოლოოდ დავამტკიცე,რომ ალექსეის გული და ჩემი საძინებელი ლუდმილამ დაიპყრო”, – წერდა სასოწარკვეთილი ნატალია თავის დღიურში.მიუხედავად ამისა,მან ყოველგვარი სკანდალის გარეშე დატოვა სახლი და ქმარს გაეყარა.მეუღლესთან განშორების მიზეზი კი ასე ახსნა: “ასეთია სიყვარულის მრისხანე და დაუნდობელი კანონი.იგი ირწმუნება: თუკი დაბერდი – ყველაფერში დამნაშავე და დამარცხებული ხარ,ხოლო თუ ახალგაზრდა ხარ – ყველაფერში მართალი ხარ და იმარჯვებ”. – (ავტორი გენია.ჯი)
ნატალია კრანდიევსკაია