ლუი დე ფიუნესი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა კომიკოსმა მსახიობმა – ლუი დე ფიუნესმა (1914-1983 წლები) დიდი ფრანგი მწერლის – გი დე მოპასანის ნათესავ ქალზე – ჟანა ავგუსტინ დე ბარტელემზე 1943 წელს იქორწინა (ეს მისი რიგით მეორე ქორწინება გხლდათ).მათ თანაცხოვრებაში ორი ვაჟი – პატრიკი და ოლივიე შეეძინათ. (ავტორი გენია.ჯი) ამბობენ,რომ ჟანაზე უზომოდ შეყვარებული ფიუნესის პირად ცხოვრებასა და მსახიობის წარმატებულ კარიერაზე უდიდესი გავლენა იქონია მისივე სათაყვანებელმა ქალმა,რასაც მათი ვაჟის – პატრიკის ერთი პატარა ჩანაწერიც ადასტურებს:
“დედაჩემი იყო ის,ვინც მამაჩემი შექმნა ისეთი,როგორიც იყო.დედა მისთვის ერთდროულად გახლდათ რეჟისორიც,იმპრესარიოც და პარტნიორიც კი ფილმებში.არც ერთ რეჟისორს არ შეეძლო მამაზე ისეთი გავლენის მოხდენა,როგორც დედას.კინოფილმის – “ვერ დაიჭირე? ესე იგი,ქურდი არ არის” გადაღებების დროს,რომელმაც მამა სახელოვან მსახიობად აქცია,ფილმის რეჟისორმა – ჟიულ ბორკონმა იმისათვის რომ ლუის სათანადოდ განესახირებინა თავისი როლი,დედა გადაღებებზე მიიწვია და ხელფასიც კი დაუნიშნა,რათა მთელი გადაღების პროცესში მამას გვერდით ყოფილიყო.რეჟისორის გათვლა აბსოლუტურად გამართლდა,რადგან მამაჩემისათვის წარმატებული მუშაობა დედაჩემის გარეშე წარმოუდგენელი რამ გახლდათ.იგი მხოლოდ და მხოლოდ მისთვის თამაშობდა.ამიტომ თამამად შემიძლია განვაცხადო,რომ ისინი ერთმანეთით ცხოვრობდნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
ლუი დე ფიუნესი ოჯახთან ერთად