მუხრან მაჭავარიანის მოსაზრებები…
“შე,იდიოტო,შენ რას გარგია ფრანგისა და გერმანელის მიბაძვა,შენ,ვისაც პური ვერ გიყიდია საკუთარ ენაზე!”
* * *
“ღმერთმა გადაგვარებული დედამიწა პირველად წყლით განწმინდა,მეორედ განწმენდს ცეცხლით!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყოველი ჩვენგანი ერთდროულად მასწავლებელიც არის და მოსწავლეც; მოსწავლე ყველასი, – ვინც იყო და ვინც არის! – მასწავლებელი ყველასი,ვინც არის და ვინც ჯერ არ არის!”
* * *
“ვაი მას,ვის სულსაც ხაჭაპური და ხაშლამა ჰყოფნის…”
* * *
“პატიოსანი კაცისათვის ყველაზე დიდი უბედურებაა მისი მოსაზრებების გამტყუნება ხვალინდელი დღის თვალში”.
* * *
“რომელი სულელია,თავი ბრძენი რომ არ ჰგონია და, რომელი ბრძენია,რომ არ ჰგონია თავი სულელი?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მაძღარი სული ხორცის მადას აზომიერებს”.
* * *
“ადამიანი გონებრივად გააზარმაცა თავისუფალი აზროვნების აკრძალვამ”.
* * *
“თუ კაცს წარსულისა და მომავლის წინაშე პირნათლად ყოფნის სურვილი არა აქვს, – მისგან რაიმე სასიკეთოს არც უნდა ელოდე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“საკუთარ თავზე წინათ (20-ის რომ ვიყავ) დიდი წარმოდგენა იმიტომ მქონდა,რომ არავის ვიცნობდი.
ახლა (40 წლისას) იმიტომა მაქვს,რომ ყველას ზედმიწევნით ვიცნობ”.