იცით თუ არა,რომ
1. საკვირველი და აღმაშფოთებელია,თუმცა ფაქტია,რომ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ვახტანგ VI-ძმის იესეს ვაჟი – ანტონ I კათალიკოსი (1720-1788 წლები) გენიალური ქართველი პოეტისა და მოაზროვნის – შოთა რუსთაველის უკვდავ ქმნილებას -”ვეფხისტყაოსანს” – ქრისტიანული სულის მომწამვლელ და ერის გამრყვნელ ნაწარმოებად მიიჩნევდა.მისი სიძულვილი “ვეფხისტყაოსნისადმი” იმდენად დიდი იყო,რომ იგი კოცონზეც კი დაწვა და მტკვარში გადაყარა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. დიდი ირლანდიელი დრამატურგი და რომანისტი – ჯორჯ ბერნარდ შოუ მიიჩნევდა,რომ კარგი პიესების დაწერა თვით უილიამ შექსპირსაც კი არ ძალუძდა.
* * *
3. ინგლისელმა ანატომმა პიზმა გამოითვალა,რომ ადამიანს შიმპანზესთან 98 საერთო ნიშანთვისება აქვს.მიუხედავად ამისა,სპეციალისტები თვლიან,რომ ადამიანებისათვის ყველაზე საუკეთესო დონორი ბაბუინია,რადგან ბაბუინების 90% ადამიანის გენების ანალოგიურია.შესაბამისად,ისინი ტრანსპლანტაციისათვის ყველაზე გამოყენებად ცხოველად – ბაბუინს მიიჩნევენ,ბაბუინის შემდგომ კი – ღორს.
* * *
4. თავისი საქმის დიდი პროფესიონალი რუსი ექიმი-თერაპევტის – სერგეი ბოტკინის (1832-1889 წლები) სამუშაო კაბინეტი 7 მეტრი სიგრძის იყო და სანამ პაციენტი შემოსასვლელი კარიდან სკამამდე მივიდოდა,ბოტკინი წინასწარ უსვამდა მას დიაგნოზს,რომელთა უმრავლესობა სწორი იყო.
* * *
5. გენიალური ფრანგი ფილოსოფოსი,დრამატურგი და მწერალი – ვოლტერი აღიარებდა – “დილით საუცხოო გეგმებს ვაწყობ,დღისით კი სისულელებს ჩავდივარო”. – (ავტპორი გენია.ჯი)
* * *
6. დიდი ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსის,ფსიქიატრისა და ნევროლოგის – ზიგმუნდ ფროიდის აზრით ადამიანის სიცოცხლეს ორი ინსტიქტი მართავს.: ეროსი – ინსტიქტი თვითშენახვისა და თანატოლი ინსტიქტი – სიკვდილისა.
* * *
7. XIX საუკუნეში მოღვაწე უკრაინული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი რუსი მწერალი,დრამატურგი და პუბლიცისტი – ნიკოლოზ გოგოლი იმდენად ღრმად დააფიქრა სიკვდილის საკითხმა,რომ “მკვდარი სულების” დაწერის შემდგომ თავი მიანება ლიტერატურას და მისტიკოსი გახდა.
* * *
8. მას შემდგომ,რაც ალექსანდრე მაკედონელმა შეიტყო,რომ სამყაროში დედამიწის მსგავსი უამრავი ვარსკვლავი არსებობდა,ნირწამხდარს წარმოუთქვამს – “მე ჯერ დედამიწაც არ დამიპყრია და ამდენი ვარსკვკლავები რჩება დასაპყრობიო”.
* * *
9. გენიალურ შვედ ბუნებისმეტყველს,ბოტანიკოსსა და ექიმს – კარლ ლინეს (1707-1778 წლები) ბავშვობაში გონებაჩლუნგად მიიჩნევდნენ და მეჩექმეობას უწინასწარმეტყველებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. 1552 წელს რუსეთის სამღვდელოებამ მამაკაცების სასაფლაოზე ქალების დაკრძალვა აკრძალა.