მირეი მატიე – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დიდი ფრანგი მომღერალი ქალი – მირეი მატიე იმთავითვე”კარე”-ს საფირმო ვარცხნილობით ჩნდებოდა და ჩნდება დღემდე სცენაზე.შესაბამისად,დროთა განმავლობაში აღნიშნული ვარცხნილობა მის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. (ავტორი გენია.ჯი) თუ რატომ ანიჭებდა ეს ულამაზესი ქალბატონი “კარე”-ს ვარცხნილობას ესოდენ დიდ უპირატესობას,გარკვეული ხნის მანძილზე ყველასათვის უცნობი რჩებოდა.ერთ დღესაც,მირეიმ ამ საიდუმლოს ფარდა ერთ-ერთ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს ახადა: “ადრეულ წლებში ანუ კარიერის დასაწყისში არავინ მიცნობდა… თუმცა ერთხელ მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საკონცერტო გამოსვლის წინ გადავწყვიტე ვარცხნილობა შემეცვალა.უპირატესობა რატომღაც “კარე”-ს თმის ვარცხნილობას მივანიჭე.მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვალა.ჩემი ხმისა და ვარცხნილობის გამოისობით არა მხოლოდ სამშობლოში შემამჩნიეს,არამედ მთელ მსოფლიოშიც კი ცნობილი გავხდი! მას შემდგომ ჩემს თმებსა და “კარე”-ს ვარცხნილობას არანაკლებ ვუფრთხილდები,ვიდრე ჩემსავე ხმას.ჩემი თმის ვარცხნილობა ჩემთვის ნამდვილი თილისმაა!” – (ავტორი გენია.ჯი)